ვაშაძე მცოცავ ოკუპაციაზე სერგეენკოს განცხადებას აფასებს: ეს ნაბოდვარი საქართველოს დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჟენევის კონსულტაციებზე წინ დახვდებათ
04-08-2017, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, სერგეენკოს ნაბოდვარი“, რომ რუსეთის ქმედებების აღწერისას, ტერმინი „მცოცავი ოკუპაციის“ გამოყენება სწორი არ არის, საქართველოს დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჟენევის კონსულტაციებზე წინ დახვდებათ.

 

 

„მისი ერთი ფრაზიდან, უგუნური, უმეცარი და მავნებლური ფრაზიდან, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ჩვენ გავიგეთ ჯერ ერთი, რომ რუსეთი არ ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, მეორე ის, რომ თურმე ე.წ. ცხინვალის რეგიონს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს აქვს საზღვრები და მესამე ის, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ და კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ". ამ ყველა უბედურებიდან ერთი კარგი რაღაც გამოდის ის, რომ ჩვენ ვგებულობთ რაზე ლაპარაკობენ დღევანდელი ხელისუფლების წევრები ერთმანეთთან დახურული კარის მიღმა. არ ვიცი, როგორ ისჯებიან პატივცემული მინისტრები ამ ხელისუფლების დროს, მაგრამ თუ არ დასჯიან ერთი თხოვნა გვაქვს როგორც რიგით მოქალაქეებს - ლაპარაკი მაინც აუკრძალონ იმიტომ, რომ ეს ნაბოდვარი საქართველოს დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჟენევის კონსულტაციებზე წინ დახვდებათ“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი