გენერალ-ლეიტენანტი ჰოჯესი „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნას დაესწრო
04-08-2017, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალ-ლეიტენანტმა, ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნა მოინახულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ვაზიანის პოლიგონზე სასწავლო პროცესის მონახულებამდე, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს მრავალეროვნული სწავლების შტაბში გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ უმასპინძლეს.

 


უწყების ინფორმაციით, ამერიკელ გენერალს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ სწავლების გეგმა წარუდგინა და ქვედანაყოფების ჩართულობის, მათი როლის, გამოყენებული ტექნიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 


მოგვიანებით, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა საწვრთნელი ველები დაათვალიერა და ყველა მონაწილე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. მან სწავლების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა.

 


გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოს სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ჩამოვიდა. საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს. სტუმარს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი უკვე შეხვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი