დუბაიში, 79-სართულიანი 337მ სიმაღლის საცხოვრებელი ცათამბჯენი მეორედ გაეხვა ცეცხლის ალში
04-08-2017, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 79 სართულიანი საცხოვრებელი ცათამბჯენი ცეცხლის დიდმა საბურველმა მოიცვა - უკვე მეორეჯერ ორი წლის განმავლობაში.

 


ვიდეომასალაში ნაჩვენებია, როგორ იწვის ცათამბჯენი და როგორ ცვივა ნამსხვრევები ქუჩაში.

 


ადმინისტრაციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მცხოვრებლები „წარამტებით იქნენ ევაკუირებულნი“ და ცეცხლი კონტროლის ქვეშაა.

 

 

 


ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ცათამბჯენში ხანძარი.

 


როგორც დუბაის მედიის ოფისმა განაცხადა, ცეცხლი, რომელიც სწრაფად გავრცელდა, დუბაის საქალაქო დაცვის სამსახურის მიერ კონტოლის ქვეშ მოექცა ადგილობრივი დროით 03:40-ზე.

 


თვითმხილველების მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოებში ნათლად ჩანს, როგორ ვრცელდება ცეცხლი 337 მეტრიანი ცათამბჯენის გარეთა ნაწილზე.

 

 

 


პარასკევს გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ცეცხლის გავრცელების მიდამოებში დაზიანებული ავტომანქანები.

 


„თორჩ თაუერი“ 2015 წელსაც დააზიანა ცეცხლმა და ასობით ადამიანი იძულებული გახადა დაეტოვებინა შენობა.

 


როგორც გუნდმა აღნიშნა, ცეცხლს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან შენობის არქიტექტურა ისეა მოწყობილი, რომ ცეცხლთან ბრძოლა და მოქალაქეების ევაკუირება მარტივი და უსაფრთხოა.

 


მოკლე ინფორმაცია „თორჩ თაუერზე“

 


 79 სართულიანი ცათამბჯენი 2011 წელს გაიხსნა.

 

 გახსნისას იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი შენობა, თუმცა სადღეისოდ მსოფლიოში უკვე 6 ცათამბჯენია, რომელიც სიმაღლით უსწრებს „თორჩ თაუერს“.

 

 ცათამბჯენის ცენტრის თანახმად, შენობა მიჩნეულია მსოფლიოში სიდიდით მეორმოცე ნაგებობად.

 

 შენობაში 676 ბინაა. ორ-საძინებლიანი ბინის ფასი 500,000 დოლარიდან იწყება.

 

 მცხოვრებლებს წვდომა აქვთ რვასართულიან პარკინგზე და საცურაო აუზზე, რომელიც გადაჰყურებს დუბაის პორტს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი