ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურმა რაკეტამ Air France-ის „ბოინგ-777“-ს, რომელზეც 330 მგზავრი იმყოფებოდა, 100 კილომეტრის სიახლოვეს ჩაუარა
04-08-2017, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფიციალური პირების თანახმად, საფრანგეთის ავიახაზების თვითმფრინავმა, რომელსაც გადაჰყავდა 330-ზე მეტი მგზავრი, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტას 100 კილომეტრის მანძილზე ჩაუარა.

 


თვითმფრინავმა რაკეტის დაშვების წერტილს, დაშვებიდან 10 წუთის შემდეგ ჩაუარა.

 

 

საფრანგეთის ავიახაზებმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ ავიახაზები უსაფრთხოების მიზნით გეგმავს გაადიდოს არასაფრენი ზონა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიასთან.

 


პენტაგონმა განაცხადა, რომ რაკეტამ დატვირთულ ავიასივრცეში გადაიფრინა.

 


შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ხშირად აფრთხილებდნენ ავიამზიდებს რაკეტებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

 


ბოინგ 777-ის საფრენი მარშუტი ახლოს იყო ჰოკაიდოსთან, იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულთან, როდესაც ჩრდილოეთ კორეული რაკეტა ჰაერში იყო.

 


იაპონიის და შეერთებული შტატების ვარაუდით რაკეტა ავიამზიდს 100-150 კილომეტრით მიუახლოვდა.

 


პენტაგონის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ჯეფ დევისმა განაცხადა: „რაკეტა დაეშვა ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, იმ ადგილას, რასაც ხშირად იყენებენ სავაჭრო და სათევზაო გემები.

 


„ეს ყველაფერი იყო არაკოორდინირებული.“

 


საფრანგეთის ავიახაზებმა განაცხადა, რომ რაკეტას ხელი არ შეუშლია ფრენისთვის და პარასკევს მგზავრების გადაყვანა თვითმფრინავით დაბრკოლებების გარეშე განხორციელდა.

 


ავიახაზების ოფიციალურმა პირებმა RFI-ს განუცხადეს: „საფრანგეთის ავიახაზებისთვის ცნობილი იყო, რომ რაკეტა ზღვაში საფრენი მარშუტიდან 100 კილომეტრის მოშორებით დაზიანდა“. ფირმამ განაცხადა, რომ ეს მანძილი რომც დადასტურდეს, ფრენის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს.

 


2014 წლის ივლისში, მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავს - ფრენა MH17, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ახორციელებდა, სავარაუდოდ რუსეთის მიერ დამზადებული რაკეტა დაეჯახა, რა დროსაც 283-ივე მგზავრი დაიღუპა.

 

კომენტარები: 1
#1   მედეა
      
სათაურია......... :) უკეტესს ვერ ინატრებ! :) :) დებილები ხართ?
19 აგვისტო 2017 09:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი