ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დვაბზუს ეკლესიას და სამრეკლო-კოშკს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
07-08-2017, 04:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე ეკლესიას და სამრეკლო-კოშკს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

 

დვაბზუს ეკლესია და სამრეკლო-კოშკი მდებარეობს სოფლის შუაში, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია. აღდგენილია რამდენიმე წლის წინ. თავდაპირველი ეკლესია ნაგები იყო რიყის ქვით დუღაბზე. პერანგად გამოყენებული ყოფილა დიდი ზომის და სხვადასხვა ფორმის ქვები. ძველი ეკლესიისგან შემორჩენილი იყო ორი შესასვლელი - ჩრდილოეთის თაღოვანი და დასავლეთის ნახევარწრიული აბსიდის შუაში სარკმელი იყო გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ტრაპეციის ფორმის თითო ნიშა იყო ამოჭრილი, ზემოთ კი კედლებში ჩატანებული ყოფილა ქვევრები. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი ყოფილა პილასტრის დამასრულებელი კაპიტელი. სამხრეთის კედელი სრულად, ხოლო დასავლეთის კედელი ნაწილობრივ იყო დანგრეული. ეკლესიას აღდგენის შემდეგ შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედელში გაუკეთდა. ინტერიერი შელესილია და თეთრად შეღებილი, იატაკად ბრტყელი აგურია დაგებული. გადახურულია კრამიტით. სამრეკლო-კოშკი, დგას ტაძრის დასავლეთით. ამჟამად გადაკეთებულია. ნაგებია რუხი ფერის ქვით. პირველი სართული ოთხკუთხაა და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა თაღებით გახსნილი. მეორე და მესამე სართული მთლიანად ახლიდანაა აშენებული და ოვალური ფორმისაა. მეორე სართულს აივანი აქვს გაკეთებული, მესამე სართული კი თაღოვანი ფანჩატურია. კომპლექსის დასავლეთით, გზის პირას, კოშკზე მიდგმულია ახალი ყორე კედელი შესასვლელით“, აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი