მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზებული და I საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
სპორტული აქტივობების მიზანს სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების დაახლოება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა.
„შეჯიბრებები ფრენბურთში, მინიფეხბურთში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაქაჩვაში ჩატარდა. გუნდები სწავლებაში ჩართული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებით იყო დაკომპლექტებული.
ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებოდნენ.
დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გუნდის კაპიტანის, მაიორ ბესარიონ ღუდუშაურის ხელმძღვანელობით, მჯდომარე ფრენბურთში იასპარეზეს", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.