2008 წელს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
08-08-2017, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა.

 

 

შეჯიბრს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი თბილისისა და ზესტაფონის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა. პირველ ადგილზე გასულ თბილისის გუნდს გამარჯვებულის თასი და მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადასცეს. მეორე ადგილის მფლობელი, ზესტაფონის გუნდი თასითა და მედლებით ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და გენერალმა ვლადიმერ იმნაძემ დააჯილდოვეს.

 


მათივე ინფორმაციით, ტურნირი ორი დღის განმავლობაში, მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, „იმედის“ სპორტულ მოედანზე მიმდინარეობდა და მასში თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და ზესტაფონის გუნდები მონაწილეობდნენ.

 


ტურნირი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი