გიორგი მარგველაშვილი: არასდროს, არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები და მოგონილი საზღვრები ვერ გაყოფს საქართველოს მთლიანობას
08-08-2017, 03:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპაციის - ამ ისტორიული უსამართლობის გამართლებას და საქართველოს საზღვრების შეცვლას, თუმცა არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას.

 


„მე მჯერა, რომ ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვდგევართ დღეს იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავის სისხლით გადაიხადა.

 

 

9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია.

 


რეალურად, ეს ოკუპაცია, ჰიბრიდული ომის სახით, 90-იანების დასაწყისიდან დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ კაცობრიობის წინაშე განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა.

 


მაშინვე, 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გაეროში აღიარეს. საქართველოს საზღვრების ურყეობა და მთლიანობა მაშინვე მთელმა კაცობრიობამ და მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა.

 


2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს, რომ ის ისტორიული უსამართლობა - საქართველოს ოკუპაცია, გაამართლოს რამე სახის შეცდომით თუ გადაცდომით, და რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა.

 


ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთშორისო მეგობრობა არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ თხრილს, არანაირ ავტომატიან, „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.

 


რეალურად, საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგევართ არამარტო ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არამედ ვდგევართ იმ სიმტკიცით რა სიმტკიცითაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიტანეთ.

 


და დღეს, როდესაც საქართველოში, საქართველოს მხარეში, აფხაზეთში იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ეს სრულიად უშედეგო მცდელობაა, რამენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია.

 


რამენაირად გამართლდეს 2008 წლის გადაწყვეტილება, ჯერ ოკუპაცია და შემდეგ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის გადაწყვეტილება. პასუხად ამ მცდელობებს, მე მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არცერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას.

 


არასდროს, არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები, მოგონილი საზღვრები არ გაყოფს მთლიანობას და ურყეობას ჩვენი ქვეყნისა.

 


პასუხად მე ამას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს და საქართველო ყოველთვის გამოსულა გამარჯვებული.

 


ჩვენი სახელმწიფოებრიობა უძლიერეს იმპერიებს ვერ შეურყევია, არანაირი ახალი ამბავი, ან ახალი რეალობა, ან ახალი გამართლება ამ ჭეშმარიტებას არ შეცვლის.

 


2008 წელს კი, არა 1921 წელს მთლიანად მთელი საქართველო გადაუფორმეს ქართველმა ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირს და შულავერელები და ორჯონიკიძეები ამა ქვეყნისა ზეიმობდნენ თბილისზე წითელი დროშის აღმართვას, მაგრამ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი და ჩვენ მაინც მივაღწიეთ ბოლოს დამოუკიდებლობას.

 


მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, ჩვენს დევნილ მოსახლეობას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენს სიმტკიცეში და ურყეობაშია. არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე, თითქოს საქართველო რამენაირად, გაყოფილი, ან შერყეულია. საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე და ასე იქნება! ამით ჩვენ მივაღწევთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს სუვერენიტეტს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი