გიორგი კვირიკაშვილი: არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს, დასაკარგავი შვილი აღარ გვყავს
08-08-2017, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

8 აგვისტო არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსათვის, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

 

„მთელს საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი. რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველების, აფხაზებისა და ოსებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ, ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ვუთხრათ სათქმელი და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს, დასაკარგავი შვილი აღარ გვყავს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი