მიხეილ სააკაშვილი: რუსეთის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინათ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაენადგურებინათ
08-08-2017, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

 

მისი თქმით, არათანაბარ პირობებში ქართული ჯარის გმირული წინააღმდეგობის წყალობით საქართველომ შეძლო მტრის შეკავება.

 

 

„2008 წლის აგვისტოს დღეებში საქართველოში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო. ჯავშანტექნიკის სამი ათასი ერთეული შემოიჭრა საქართველოში. საერთო ჯამში, ოპერაციაში 80 ათასი სამხედრო მონაწილეობდა, ხოლო უკვე 8 აგვისტოს ჩვენ 200 თვითმფრინავი გვბომბავდა. ოპერაციის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინათ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაენადგურებინათ", წერს სააკაშვილი, რომელიც ხაზს უსვამს ომის დროს საერთაშორისო მხარდაჭერას.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე გარეთ გამოსულიყო, ეჩვენებინა ერთობა აგრესიის წინააღმდეგ, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის ლიდერები ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით საქართველოში ჩამოფრინდნენ და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგნენ", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი