BBC-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავის, კრის ევანსის გადაცემა რადიო 2-ზე ნახევარ მილიონ მსმენელს კარგავს
08-08-2017, 06:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრის ევანსის საუზმის შოუმ BBC-ს რადიო 2-ზე თითქმის ნახევარი მილიონი მსმენელი დაკარგა ამ წლის განმავლობაში.

 


ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც კრის ევანსი რამდენიმე კვირის წინ დასახელდა BBC-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავად.

 


როგორც BBC  იუწყება, Rajar-ის გამოკვლევებიდან გამომდინარე, დიჯეიმ 2017 წლის აპრილისა და ივნისის შუალედში კვირაში 9.01 მილიონი მსმენელის ყურადღება მიიპყრო, მაშინ როდესაც 2016 წლის დროის იგივე პერიოდში მას 9.47 მილიონი მსმენელი ჰყავდა.

 


იმავე წელს მისი ანაზღაურება 2.2 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

 


გამოთვლები აჩვენებს, რომ მან 370,000 მსენელი დაკარგა ამ წლის პირველ და მეორე მეოთხედში - სანამ მისი ხელფასი გამოქვეყნდებოდა.

 


ეს კარგი ამბავი გამოდგა ნიკ გრიმშოუსთვის. მისმა შოუმ რადიო 1-ზე კვირის განმავლობაში მსმენელთა რაოდენობა 350,000-ით გაიზარდა და მიაღწია 5.5 მილონ მსმენელს საერთო ჯამში.

 


გამოთვლები ადასტურებენ, რომ რადიო 4-ის დღის პროგრამის კვირის მსენელთა რიცხვი 7.13-დან 7.66 მილიონამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

 


თავად რადიო 4-მა კი მისი შექმნის დღიდან რეკორდი მოხსნა. რადიოს კვირის განმავლობაში 11.55 მილიონი მსმენელი ჰყავს.

 


BBC-ს რადიოს და მუსიკის დირექტორმა, ბობ შენანმა განაცხადა, რომ რადიო 4 არის „იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რადგან ის თავის 50 წლისთავს უახლოვდება“.

 


ასევე, გასულ წელთან შედარებით 300,000 მსმენელით გაიზარდა LBC-ს მსმენელთა რიცხვი და კვირაში 2 მილიონს მიაღწია.

 


კომპანია Gobal-მა, რომელიც LBC-ს აქციებს აკონტროლებს განაცხადა, რომ მსმენელთა ეს რაოდენობა რეკორდულია და წამყვანებმა, ნიკ ფერარიმ და ჯეიმს ო’ბრიენმა მსენელების რეკორდულ რაოდენობას მიაღწიეს.

 


Radio X-მა, რომელმაც რებრენდინგი განიცადა XFM-გან, ასევე მიაღწია კვირის განმავლობაში უმაღლეს მსმენელთა რაოდენობას (1.4 მილონს).

 


ალან ბრაზილის დილის გადაცემამ talkSPORT-ზე დაკარგა 400,000 მსმენელი და ამჟამად კვირაში მსმენელთა რაოდენობა 1.2 მილიონს შეადგენს.

 


და ბოლოს, Heart 80s - მა, რომელიც ახალი გახსნილი სადგური გახლავთ და მსმენელს მხოლოდ 80-იანების მუსიკას წარუდგენს, 850,000 მსმენელი მიიზიდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი