ლევან იზორია: ქედს ვიხრით ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ უნდა დაიცვა ეროვნული ღირსება უთანასწორო ომში
08-08-2017, 06:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და თანაგრძნობა გამოუცხადეს.

 


„ქედს ვიხრით ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ უნდა დაიცვა ეროვნული ღირსება უთანასწორო ომში, გვიჩვენა გმირობა, თუ როგორ უნდა გასწირო სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისთვის“, აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

 


დაღუპულ გმირთა პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ.

 


მუხათგვერდში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

 


დილიდან მუხათგვერდის სასაფლაოზე რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ, რომელთაც კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი