საუდის არაბეთი წითელი ზღვის სანაპიროს 200კმ-ის გასწვრივ 50 კუნძულზე მდიდრული კურორტების აშენებას გეგმავს
08-08-2017, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთმა მასიური ტურისტული პროექტი წამოიწყო, რომლის მიხედვითაც წითელ ზღვაზე მდებარე 50 კუნძულს და სხვა ადგილებს მდიდრულ კურორტებად გადააქცევენ, რაც იმედოვნებენ, რომ მოიზიდავს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ტურისტებს.

 

 

BBC იუწყება, რომ პროექტი მიზნად ისახავს მრავალმხრივ განავითაროს საუდის არაბეთის ეკონომიკა, რადგან ნავთობის ფასმა იკლო.

 


აკრძალვები უცხოელებზე ვიზის გაცემასთან დაკავშირებით ტურისტულ ზონაში შემსუბუქდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონსერვატიულ სამეფოში შემსუბუქდება თუ არა დრესკოდი და სხვა აკრძალვები.

 


საუდის არაბეთში ალკოჰოლი, კინოთეატრები და თეატრები აკრძალულია.

 


ქალბატონებს უნდა ეცვათ გრძელი მანტია, „აბაია“, ასევე უნდა ეკეთოთ თავსაბურავი თუ მუსლიმები არიან. მათ არ აქვთ მანქანის მართვის უფლება და ხშირად მამაკაცის ნებართვა სჭირდებათ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ან სასწავლებლად.

 


ახალი კურორტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. პირველი ფაზა, რომელიც მოიცავს აეროპორტის აგებას მდიდრულ სასტუმროებთან ერთად, 2022 წლისთვის დასრულდება.

 


„ხედვა 2030“-ის ფონდის თანახმად, კურორტები წითელი ზღვის გასწვრივ საუდის არაბეთის დასავლეთ სანაპიროზე, 200 კილომეტრის გაყოლებაზე აშენდება.

 


ტურისტული პროექტი ნაწილია „ხედვა 2030“-ის, რომელიც ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის იდეაა.

 

 

 

 

ვიზიტორებს ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, მადაინ სალეჰის უძველესი ნანგრევების მონახულების შესაძლებლობა ექნებათ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი