ჩინეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შემდეგ სასტუმრო, რომელშიც 2 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა და ევაკუირებულია 500 ადამიანი
08-08-2017, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სასტუმრო, რომელშიც 2 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა და ევაკუირებულია 500 ადამიანი. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ პროვინციის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


გავრცელებული ცნობით, სასტუმრო „ტანტანის“ ლობი ძლიერი ბიძგების შედეგად ჩამოინგრა.

 


სასტუმროსთან მისვლა იმის გამო ძნელდება, რომ იგი მთიან ადგილას მდებარეობს და მიწისძვრის შემდეგ იქ მისასვლელი გზის ზოგიერთ ნაწილებში ქვებია ჩამოცვენილი.

 


სიჩუანის პროვინციაში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21.19 საათზე მოხდა.

 


მოგვიანებით ჩინეთის სეისმოლოგიურმა ცენტრმა დააზუსტა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7 ბალს შეადგენდა. ამის შემდეგ კი 100-ზე მეტი მიწისძვრის შემდგომი ბიძგი, ე.წ. აფტაშოკი, დაფიქსირდა.

 

 

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრამ სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი