თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
08-08-2017, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილზე სამშაბათ საღამოს, დაახლოებით 10 საათსა და 15 წუთზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

 


მისი თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ხანძარი დაუსახლებელ ადგილას გაჩნდა. თუმცა მთაწმინდის პარკიდან, „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

 


ცეცხლი გაჩენიდან მალევე მოედო მთაწმინდის ფერდობის საკმაოდ დიდ ფართობს და სწრაფად ვრცელდებოდა.

 


ადგილზე მობილიზებულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს ხანძართან ეფექტურად ბრძოლაში ხელს რთული რელიეფი და ცუდი ხილვადობა უშლიდა.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ პირველ არხს განუცხადა, რომ დამწვარია 2 ჰა ფართობი. მისი თქმით, ხანძარი თითქმის სრულად არის ლოკალიზებული და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 



ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

 

 

მალანია ამბობს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი