ავსტრალიელი მოზარდი მასზე ზღვის ბაღლინჯოების თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს
09-08-2017, 05:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრალიელი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მას რამდენიმე „ტკიპის ზომის ზღვის არსებები“ თავს დაესხნენ.

 


როგორც BBC იუწყება, 16 წლის სემ კენიზეი მელბურნის „ბრაიტონ ბიჩზე“ ფეხებს წყალში იგრილებდა, მოგვიანებით კი შეამჩნია, რომ თავისი კოჭები და ტერფები სისხლით დაფარულიყო.

 


სემის მამამ, ჯეროდ კენიზეიმ, განაცხადა, რომ თავისი შვილი სახლში „ომგამოვლილი“ ფეხებით დაბრუნდა, საიდანაც სისხლდენა არ წყდებოდა.

 


ოჯახი ექსპერტის დასკვნას ელოდება, რათა დაადგინონ, რა დაესხა ახალგაზრდა სემს თავს.

 


საზღვაო ბიოლოგები ვარაუდობენ, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ პატარა ზომის ზღვის რწყილები.

 


გაფრთხილება: ამ სტატიაში დაბლა გამოყენებულ ფოტოში მოზარდის დაზიანების ადგილები ახლოდანაა ნაჩვენები

 


სემმა ფეხბურთი ითამაშა და დაღლილმა გადაწყვიტა ფეხების დასველება სახლთან ახლოს მდებარე ცივ ყურეში.

 


სემი ღამით ნახევარი საათის განმავლობაში იყო წელამდე შესული ცივ წყალში. მან წყლიდან ამოსვლისას იფიქრა, რომ მისი კოჭები ქვიშით იყო დაფარული და მოგვიანებით გააცნობიერა რომ ისინი „სისხლით იყო დაფარული“.

 


ბატონმა კენიზეიმ BBC-ს განუცხადა: „ეს გავდა ომის ჭრილობას... ყუმბარით თავდასხმას გავდა. ძალიან სისხლიანი იყო“.

 


„ჩვენ აბაზანაში შევიყვანეთ სემი და ფეხები დავბანეთ, მაგრამ სისხლი წამოსვლას არ წყვეტდა“.

 


„სისხლი არც დედდებოდა, მოდიოდა და მოდიოდა“, თქვა მოზარდის მამამ.

 

 

 


მას შემდეგ, რაც ორმა ადგილობრივმა საავადმყოფომ ვერ შეძლო დაედგინა თავდამსხმელი, ბიჭის მამა სანაპიროზე თავად წავიდა გამოსაძიებლად.

 


მან განაცხადა: „მე დავიჭირე ბადით ეს უცნაური არსებები წყალში დგომისას“.

 


„ჩვენ დავიჭირეთ ათასობით პატარა რწყილის ტიპის არსებები, რომლებიც ექსპერტებს გავუგზავნეთ“.

 


ბატონი კენიზეი იმედოვნებს, რომ ქვიშისფერი რწყილები არ დაუტოვებენ ნაიარებს მის ბიჭს და იგი ბოლომდე გამოჯანმრთელდება.

 


„ჩვენ ველოდებით ექსპერტებს, რათა გავიგოთ რა დაესხა სემს თავს და რატომ მოხდა ეს“.

 


საზღვაო ბიოლოგმა, დოქტორმა გენეფორ უოლკერ-სმიტმა ავსტრალიის გაზეთ Herald Sun-თან განაცხადა, რომ თავდამსხმელები ზღვის რწყილები იყვნენ.

 


როგორც დოქტორმა აღნიშნა, „შესაძლებელია სემმა რწყილების გუნდი შეაწუხა და ეს გახდა თავდასხმის მიზეზი. ეს რწყილები პირანიებივით არ ელოდებიან ადამიანის გამოჩენას.“

 


ექსპერტების თქმით, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი