„ნინოწმინდასა“ და „ყაზბეგში“ არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
09-08-2017, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 7-8 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ნინოწმინდა“ და „ყაზბეგი“ ჯამში 317.39 გრამი ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

 

„7 აგვისტოს, სგპ ნინოწმინდაში 232.13 გრამი არადეკლარირებული საქონელი სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, მ.ს-ს ბარგის დათვალიერებისას გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14,070.40 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 14,070.40 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

8 აგვისტოს, არადეკლარირებული საქონელი, 85.26 გრამი ოქროს ნივთები, სგპ ყაზბეგში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, შ.ტ-ს ხელბარგში აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4063.34 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4063.34 ლარის ოდენობით", ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი