ზაალ უდუმაშვილი: კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს, რომლის შენახვა ბიუჯეტს ყოველწლიურად 3.5 მილიონი ლარი უჯდება
09-08-2017, 09:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმებას მოითხოვს.

 

 

როგორც მერობის კანდიდატმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ თბილისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უწყება უმოქმედოა.

 

 

„მთავრობაში სამი წელია, ფუნქციონირებს კრიზისების მართვის საბჭო, თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება, დღემდე გაურკვეველია. რეალურად, კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს ქართული ოცნების" პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს, რომლის შენახვა ბიუჯეტს ყოველწლიურად 3.5 მილიონი ლარი უჯდება. აქედან 2.5. იხარჯება იმ დასაქმებული 78 ადამიანის სახელფასო ფონდზე, რაც დამეთანხმებით, ძალიან დიდი რიცხვია. ბოლო სამი წლის განმავლობაში კრიზისების მართვის საბჭომ ბიუჯეტიდან 20 მილიონზე მეტი მიიღო და სამაგიეროდ რა მიიღო ქვეყანამ? ამიტომ, კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს, გამოთავისუფლებული თანხები კი შესაბამისი უწყებების ტექნიკურ აღჭურვას და გაძლიერებას უნდა მოხმარდეს,“ განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი