ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე რაკეტების დარტყმის გეგმა „აგვისტოს შუა პერიოდისთვის“ იქნება მზად
09-08-2017, 23:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაშინგტონთან სიტყვიერი ომის გაძლიერების ფონზე ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მისი გეგმა, ოთხი რაკეტის შეერთებული შტატების ტერიტორიის, გუამის სიახლოვეს გაშვების შესახებ მალე იქნება მზად.

 

 

სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ „ჰვასონგ-12“-ის რაკეტები ჩაუვლის იაპონიას და დაეშვება ზღვაში, დაახლოებით 30 კილომეტრში გუამიდან, თუკი გეგმა კიმ ჩენ-ინის მიერ იქნება მოწონებული.

 

 

სახელმწიფო მედიით ბოლოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, არმია „საბოლოოდ დაასრულებს აღნიშნულ გეგმას“ აგვისტოს შუა პერიოდისთვის და მას ლიდერ კიმ ჩენ-ინს დასამტკიცებლად წარუდგენს.

 


„ჰვასონგ-12“-ის რაკეტები, რომელსაც კორეის სახალხო არმია გაუშვებს, გადაკვეთს ცას იაპონიის პრეფექტურების - შიმანის, ჰიროსიმას და კოიჩის თავზე“, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო KCNA არმიის მთავარი გენერლის, კიმ რაკ გიომის სიტყვებზე დაყრდნობით.

 

 

„ისინი1,065 წამის განმავლობაში 3,356.7კმ-ს იფრენენ და დაეშვებიან წყლებში, გუამიდან 30-40 კილომეტრის მოცილებით“.

 

 

„ჰვასონგის“ რაკეტები ჩრდილოეთ კორეის ადგილობრივი წარმოებისაა, რომლებიც საშუალო და შორ მანძილზე მიმავალია.

 

 

ფხენიანის აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათით ადრე პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა შეაჩეროს ბირთვული პროგრამა და უარი თქვას იმ ნაბიჯებზე, „რომელიც დასასრულამდე მიიყვანს რეჟიმს და გამოიწვევს მისი ხალხის განადგურებას“.

 


„კიმ ჩენ ინმა ანგარიში უნდა გაუწიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთიან პოზიციას და მთელი მსოფლიოს ხელისუფალთა განცხადებებს, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენს საფრთხეს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის“, ნათქვამია მატისის განცხადებაში.

 


„ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა გააკეთოს არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ შეაჩეროს თვითიზოლაცია და უარი თქვას ბირთვული იარაღის შეძენის მისწრაფებაზე. ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი იმ ქმედების განხილვა, რომელიც მის რეჟიმს არსებობის შეწყვეტამდე და მისი ხალხის დაღუპვამდე მიიყვანს“, აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

 

 

მატისის ამ განცხადებამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა დაჟინებით მოუწოდა სიმშვიდისკენ და განაცხადა, რომ ამერიკელები „არ უნდა წუხდნენ“ მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ურთიერთმუქარის განცხადებები გააკეთეს. ტილერსონი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მას არ სჯერა, „რაიმე ახლო საფრთხის“.

 


„ამერიკელებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ ღამით“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და დაამატა:

 


„ის, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, არის ის, რომ ძლიერ გზავნილს უგზავნის ჩრდილოეთ კორეას იმ ენაზე, რაც კიმ ჩენ ინს ესმის, რადგან როგორც ჩანს, მას არ ესმის დიპლომატიური ენა. მე ვფიქრობ, პრეზიდენტს უბრალოდ უნდოდა მკაფიოდ ეთქვა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისთვის შეერთებული შტატების ეჭვგარეშე შესაძლებლობაზე, რომ გააჩნია საკუთარი თავის დაცვის უნარი, დაიცავს თავის თავს და მის მოკავშირეებს“.

 


მან თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მზარდმა საფრთხეებმა აჩვენა, რომ ფხენიანი ამერიკის წარმატებული სტრატეგიისაგან ზეწოლას განიცდის.

 


როგორც „ასოშიეითედ პრესი“ წერს, ტილერსონმა უარყო ნებისმიერი ვარაუდები, რომ მოვლენების საგანგაშო განვითარებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი და, რომ შეერთებული შტატები ფხენიანის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების გამო შექმნილი კრიზისის გადაწყვეტისას სამხედრო არჩევანს უახლოვდება.

 


„არაფერი არ შემიმჩნევია და არაფერი ვიცი იყოს იმის მაჩვენებელი, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილიყო ბოლო 24 საათის განმავლობაში“, განაცხადა ტილერსონმა.

 


ტილერსონი ჟურნალისტებს მისი თვითმფრინავის ბორტზე ესაუბრა იმ დროს, როცა იგი მანილადან ვაშინგტონში ბრუნდებოდა და გზად გუამში შეჩერდა, ამერიკის წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, სადაც აშშ-ს სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული და რომელიც სარაკეტო დარტყმების სამიზნედ ფხენიანმა ოთხშაბათს გამოაცხადა. როგორც „ასოშიეითედ პრესი“ წერს, გუამი აშშ-ის სამთავრობო თვითმფრინავებისთვის წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურობისას საწვავის შევსების ფართოდ მიღებული ადგილია.

 


რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ იგი „ცეცხლს და მახვილს“ მიიღებდა თუკი ის ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემუქრებოდა, ფხენიანმა განაცხადა, რომ ის „ფრთხილად განიხილავს“ აშშ-ის წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, გუამზე სარაკეტო დარტყმების გეგმებს.

 


დარტყმის გეგმა ნებისიმერ მომენტში მოვა მოქმედებაში, როგორც კი ამგვარ გადაწყვეტილებას ლიდერი კიმ ჩენ ინი მიიღებს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის წარმომადგენელმა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით.

 


„კორეის სახალხო არმიის ძალები ახლა ფრთხილად განიხილავს სამოქმედო გეგმას საშუალო და შორს მიმავალი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტით ჰუასონგ-12-ით გუამის გარშემო ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით, რათა შეაკავოს შეერთებული შტატების მთავარი სამხედრო ბაზები გუამზე, მათ შორის ანდერსონის საჰაერო ძალების ბაზა“, განაცხადა ფხენიანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ აღნიშნული გეგმა მალე იქნება მოხსენებული ჩრდილოეთ კორეის უზენაესი მთავარსარდლისთვის, თუმცა ზუსტი დრო არ დაუსახელებია.

 

 

გუამი - ერთი ციცქნა, მაგრამ მნიშვნელოვანი კუნძული

 

 

 გუამი 541 კვ.კმ ფართობის ვულკანური და მარჯანისებრი კუნძულია წყნარ ოკეანეში, რომელიც ფილიპინებსა და ჰავაის შორის მდებარეობს.

 


 ის შეერთებული შტატების ტერიტორიაა და მისი მოსახლეობა 163,000-ს შეადგენს.

 


 ეს ნიშნავს იმას, რომ გუამზე დაბადებული ადამიანები შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან, ჰყავთ არჩეული გუბერნატორი და წარმომადგენლობითი პალატა, მაგრამ არ შეუძლიათ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისცენ ხმა.

 

 

 შეერთებული შტატების ბაზები კუნძულის თითქმის მეოთხედს ფარავს. ამერიკას იქ დაახლოებით 6,000 სამხედრო პირი ჰყავს განლაგებული და არსებობს გეგმა, რომ მათ ათასობით სხვა სამხედრო დაემატოთ.

 


 ის იყო მთავარი ამერიკული ბაზა მეორე მსოფლიო ომში, და კვლავაც რჩება მნიშვნელოვან ბაზად, საიდანაც ამერიკას გზა აქვს ხსნილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, კორეის ნახევარკუნძულსა და ტაივანის სრუტეებზე.

 


სხვა განცხადებაში, რომელიც სხვა სამხედრო წარმომადგენელს იმოწმებდა, ჩრდილოეთ კორეამ ბრალი დასდო აშშ-ს „პრევენციული ომის“ დაგეგმვაში და განაცხადა, რომ ამის აღსრულების ნებისმიერი გეგმა წააწყდება „სრულმასშტაბიან ომს, რომელიც მტრების სიმაგრეების მიწისაგან პირისა აღგვას გამოიწვევს, მათ შორის შეერთებული შტატების კონტინენტზე“.

 


შეერთებულმა შტატებმა უნდა შეაჩეროს თავისი „უგუნური სამხედრო პროვოკაცია“ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი სამხედრო ქმედება, განაცხადა არმიის წარმომადგენელმა.

 


დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას უმკაცრესი ულტიმატუმი სამშაბთს წაუყენა.

 


„უმჯობესია ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ დაემუქროს შეერთებულ შტატებს. ისინი ისეთი ცეცხლისა და მახვილის წინაშე აღმოჩნდებიან, რაც მსოფლიოს არასდროს უნახავს“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს ტრამპის ეროვნული გოლფის კლუბში, ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში.

 

 

 

რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც შაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, რაც ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებს უკავშირდება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მდგომარეობა „კრიტიკულ მიჯნაზეა“ და მან მის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას უთხრა, რომ ფხენიანმა არ უნდა განახორციელოს ბირთვული და სარაკეტო გამოცდები.

 

 

როგორც BBC იუწყება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანგ იიმ ფილიპინებში გამართულ შეხვედრაზე დაჟინებით მოუწოდა ფხენიანის ნომერ პირველ დიპლომატს, რი იონგ ჰოს რომ დაემორჩილოს გაერო-ს რეზოლუციებს. მას არ უთქვამს, თუ რა პასუხი გასცა მისმა ჩრდილოეთ კორეელმა კოლეგამ.

 

 

ვონგმა განაცხადა, რომ სანქციები საჭიროა, მაგრამ „არ არის საბოლოო მიზანი“, და მან მხარეებს დაჟინებით მოუწოდა დიალოგისაკენ. მან თქვა, რომ უთხრა ჩრდილოეთ კორეას დარჩეს მშვიდი და უფრო მეტი სარაკეტო გამოცდებით არ გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადოება.

 

 

ნომერ პირველმა ჩინელმა დიპლომატმა ასევე დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას არ გაზარდონ დაძაბულობა, განაცხადა რა, რომ მდგომარეობა „კრიტიკულ მიჯნაზეა“, მაგრამ კრიზისის მიუხედავად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, რაც ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებს უკავშირდება.

 


რეზოლუცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ექსპორტებს კრძალავს და ზღუდავს ქვეყანაში ინვესტიციებს, ერთსულოვნად იქნა მხარდაჭერილი.

 

 

ამგვარი დაძაბულობის ფონზე კი, პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ომის სცენარს განიხილავს, როგორც ამას ერთ-ერთი მთავარი „რესპუბლიკელი“ ამბობს - ტილერსონი კი აცხადებს, რომ აშშ არ ცდილობს რეჟიმის შეცვლას ჩრდილოეთ კორეაში.

 

კომენტარები: 1
#1   ზურაბ
      
მთავარი აქ რა თქმა უნდა რაკეტების ამერიკული ბაზის მიმართულებით გაშვებაა, მაგრამ რაკეტები 30-40კმ-ში ჩამოვარდება, ანუ ბაზას საფრთხეს არ უქმნის(???). მაშ მაგრამ არის რეალური საფრთხე: რაკეტები უნდა შეიჭრან იპონიის საჰაერო სივრცეში გადაკვეთოს იაპონიის სახმელეთო ტერიტორია და საჰაერო სივრცე. აი ეს კი ნამდვილად სახიფათოა და გამომწვევი ქმედებაა. საკითხავია რატომ მიდის ფხენიანი აშკარა პროვოკაციაზე?
12 აგვისტო 2017 03:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი