„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე კომბინირებული საბრძოლო სროლები გაიმართა
10-08-2017, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017"-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე კომბინირებული საბრძოლო სროლები გაიმართა. საველე მომზადება „ღირსეული პარტნიორი 2017"-ის დახურვის ცერემონიალისთვის მოსამზადებელ ღონისძიებებსაც გულისხმობდა. წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აშშ-ის ევროპული სარდლობის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“ გამოიყენეს. განხორციელდა თავდაცვითი და კონტრშეტევითი ამოცანები. ქვედანაყოფს არაპირდაპირი ცეცხლით მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის "დანა" ბატარეამ და ამერიკულმა საარტილერიო ბატარეამ გაუწიეს. წვრთნაში ჩართული იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები, ამერიკული ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“.

 

 

მათივე განმარტებით, „ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.

 

 

„სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში, მათ შორის აერომობილური ელემენტების გამოყენებასაც. სცენარი განკუთვნილია ბრიგადისა და უფრო დაბალი (ოცეულის ჩათვლით) დონის ქვედანაყოფებისთვის თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას გადაწყვეტილების მისაღებად მართვისა და კონტროლის სავარჯიშოებისთვის", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი