პრემიერი შს მინისტრს: მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მაშველებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი
10-08-2017, 02:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მადლობას უხდის მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრისას გმირობა გამოიჩინეს და უმოკლეს ვადაში, ურთულეს რელიეფზე ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მეხანძრეებმა შეუძლებელი შეძლეს, რის შედეგადაც, სულ რამდენიმე საათში მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა.

 


„ჩვენ ავიცილეთ ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც ვფიქრობთ, მართლაც გამორჩეული გმირობის შედეგია. ბატონო გიორგი, მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მაშველებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი", მიმართა პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს.

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებმაც ძალიან დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და სტიქიას მაშველებთან ერთად ებრძოდნენ.

 


„ჩვენ ნამდვილად გვახასიათებს ასეთ მომენტებში ასეთი კონსოლიდაცია და ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში ერთი დღის წინ თბილისში", აღნიშნა პრემიერმა.

 


მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ზღვისპირეთსა და პლაჟებზე მაშველების მიერ ბოლო პერიოდში ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამართული ფუნქციონირება.

 

 

„თითქოს ყოველდღიურ რუტინად იქცა 5-10 ადამიანის გადარჩენა და უკვე 100-ზე მეტია მაშველების მიერ გადარჩენილ ადამიანთა რიცხვი. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ამ სტრუქტურის გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ. ვფიქრობთ, ეს სტრუქტურა არის რა თქმა უნდა კიდევ უფრო გასაძლიერებელი. ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რიცხვის მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო სტრუქტურის მუშაობა ამ გაზრდილი გამოწვევების პირობებში, რაც ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი