გურჯაანის გამგებელი: გიორგი ღვინიაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოვითხოვ, თუ ამის ვაჟკაცობა ეყოფა
21-04-2015, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


“სამართალდამცავები მოსულები იყვნენ და ალბათ დაწყებულია გამოძიება, თუმცა დეტალურად ინფორმაციას არ ვფლობ”, – ამის შესახებ გურჯაანის გამგებელმა გივი გერგაძემ გურჯაანის გამგეობაში წუხელ და გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტების კომენტირებისას განაცხადა.

 

გურჯაანის გამგებლის თქმით, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გამგეობის მუშაობაში ხელის შეშლა რამდენჯერმე სცადეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.

 
“გუშინ დილით ჩვეულებრივ დავიწყეთ 10 საათიდან მოქალაქეების მიღება. ზოგს პირადი, ზოგს სოციალური პრობლემები ჰქონდა. შემოვიდა ერთი მოქალაქე, რომელსაც ჩართული კამერებით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შემოყვნენ. ამ ქალბატონს “ნაციონალები” კარნახობდნენ რა უნდა ეთქვა, თუმცა გაირკვა, რომ ამ ქალბატონის პრობლემები ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო და გაუგებარ მოთხოვნებს აყენებდა. ამ დროს კამერების უკან ვიღაც უცხო პირები გამოჩნდნენ, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან იყვნენ. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მეც მომაყენეს და ჩემს თანაშემწესაც, რომელიც მოქალაქეებთან მიღებებს ესწრება ხოლმე. ამის შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.

 
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა აღარ მოგვცეს საშუალება, რომ მოქალაქეებთან მიღება გაგვეგრძელებინა. რის შემდეგაც, ჩვენ ადგილზე პოლიცია გამოვიძახეთ. ამის შემდეგ ღვინიაშვილი და თარხნიშვილი შემოვიდნენ კაბინეტში. მე ვუთხარი, რომ თუ რაიმე კითხვა ჰქონდათ მე შემეძლო პასუხის გაცემა. ისინი თითქოს კომისიის ფარგლებში იყვნენ შემოსული, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ყველა ინფორმაცია საჯაროა”, – განაცხადა გურჯაანის გამგებელმა.

 
გივი გერგაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გურჯაანის გამგეობის შენობიდან გაყვანის შესახებ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები გამგეობის შენობაში უკანონოდ იყვნენ და რომ მათი შენობიდან გაყვანა კავშირში არ იყო დღის განმავლობაში მათთან მომხდარ დაპირისპირებასთან.

 
“ჩვენ მიწერილი გვქონდა სამჯერ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფართში იყვნენ უკანონოდ. ხელშეკრულება 2013 წლის ზაფხულში იყო დამთავრებული. არანაირი იჯარა და ხელშეკრულება არ არსებობდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ჩვენივე შენობაში არიან მესამე საერთულზე. ჩემი კაბინეტის გვერდით არის კაბინეტი, სადაც იყვნენ ხოლმე დეპუტატები. როდესაც კანონი შეიცვალა და ხელშეკრულება დაუმთავრდათ ისინი უნდა წასულიყვნენ. არაფერს არ ვუკავშირებ ჩვენს მოთხოვნას ფართის დატოვების შესახებ. როდესაც მოქალაქეებთან შეხვედრა შეაფერხეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, თვითონ მოსახლეობას გაუჩნდა პრეტენზიები და მათ მოითხოვეს, რომ წასულიყვნენ ამ შენობიდან.

 
ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ფართი დაეცალათ. მათ პარალიზება მოახდინეს შენობის და აღარ შეიძლებოდა. დავავალეთ ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაეცალათ აღნიშნული ფართი”, – აცხადებს გივი გერგაძე.


გურჯაანის გამგებლის თქმით, მისთვის ყველანაირი ბრალდებები ნეპოტიზმისა და კორუფციის შესახებ გაუგებარია და აცხადებს, რომ თუ ღვინიაშვილი არ დაამტკიცებს მისი კორუფციაში მონაწილეობის რაიმე ფაქტებს, მაშინ გერგაძე ღვინიაშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვს.

 
“ბოდიშის მოხდას მოვითხოვ თუ მაგის ვაჟკაცობა ეყოფა. არანაირი კორუფცია არ არის, მსგავსი რამ რომ ხდებოდეს რასაც ამბობენ, ფაქტები რომ ქონდეს აქამდე დააწყობდნენ. ნეპოტიზმს რაც შეეხება, რაზე საუბრობენ ვერ ვხვდები. პატარა რაიონში სულ ყველა ერთმანეთის ნაცნობია, მაგრამ არავის და და ძმა აქ არ არის”, – აცხადებს გივი გერგაძე.

 
გურჯაანის გამგეობაში გუშინ დილიდან ხმაური იყო. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, გურჯაანის გამგეობაში ადგილი აქვს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რის გამოც მათ ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში გურჯაანში მუშაობა დაიწყეს. გუშინვე, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს დაკავებული ფართი დაატოვებინეს.



tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი