არტ-ვილა გარიყულას „კოშკის“ აღდგენა დაიწყო
10-08-2017, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არტ-ვილა გარიყულას „კოშკის“ აღდგენა დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტი, რომლის მიზანიც არტ-ვილა გარიყულას ყველაზე სახასიათო არქიტექტურული დეტალის - „კოშკის“ როტონდის გამაგრება, მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლებაა, ეროვნული სააგენტოსა და თი-ბი-სი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება.

 

 

როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება - სასახლის მფლობელი და მისი დამპროექტებელი, როგორც ადგილობრივები გადმოგვცემენ, როტონდას სანათურივით იყენებდა და განსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში შუქურასავით ანათებდა. არტ-ვილა გარიყულა, წარსულში ბოლგარსკიანთ სასახლე, სოფელ გარიყულაში პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა, ვასილი ბოლგარსკიმ ააშენა 1885 წელს. ბოლგარსკის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და აწ უკვე აღარარსებული სამხედრო ტაძრის ინჟინერი. სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას. გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი „გააკულაკეს“. მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით, შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. XX საუკუნის 80-იან წლებში, ნახევრად დანგრეულ შენობაში ადგილობრივები თივას ინახავდნენ.

 

 

ბოლგარსკიაანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ამ სამუშაოში, მოხალისეებად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრად დანგრეულმა ბოლგარსკიანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა - გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად, სადაც 2000 წლიდან მოყოლებული, უამრავი საინტერესო წამოწყება ხორციელდება. ყველა სამუშაო, დაკავშირებული შენობის აღდგენასთან, ტარდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, არტ-ვილა გარიყულასა და მისი ფესტივალის - Fest I Nova-ს ტრადიციული სპონსორის - თი-ბი-სი ბანკის მხარდაჭერით. როტონდა ბოლგარსკიანთ სასახლის სიმბოლოა. თავის დროზე, ვასილი ბოლგარსკის იქ დამონტაჟებული ჰქონდა სანათური, რომელიც სოფლის თითქმის ყველა ნაწილიდან, შუქურასავით ჩანდა. დღესდღეობით, როტონდა მოითხოვს გამაგრებას, რიკულებიანი ხის მოაჯირისა და იატაკის შეცვლას", ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი