ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა დაწყებულია
11-08-2017, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა დაწყებულია და განცხადების წარდგენის ბოლო ვადად 2017 წლის 24 აგვისტო განისაზღვრა.

 


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მხრიდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამჟამად შესარჩევია 2 კანდიდატი.

 


უწყების ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს 35 წლიდან 65 წლამდე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 


ა) სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას;

 


ბ) კარგად ფლობს (მინიმუმ B1 დონე) ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული);

 


გ) სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

 


დ) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას;

 


ე) აკმაყოფილებს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან არის აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე;

 


ვ) აქვს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

 


ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.

 

 

2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის საშუალო დონეზე ფლობა მოცემული კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი