ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს სუს-ი ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებად აფასებს
11-08-2017, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება.

 


„ვადასტურებთ ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში“, ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 

 

სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ახალი მავთულხლართების გავლების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ადასტურებენ.

 


„ფაქტობრივად, წაართვეს ხურჩას 4 ჰექტრამდე მიწა, რომლითაც სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეები. ერთი პერიოდი შეჩერდა და ისიც კი ეგონათ ხურჩელებს, იქნება გადაიფიქრესო, კონტაქტზე უნდოდათ გასვლა რუსებთან და გუშინ უკვე შემატყობინეს ადგილობრივებმა, რომ მავთულხლართები გააბეს უკვე ბოძებზე და ფაქტობრივად, დაასრულეს ბორდერიზაციის პროცესი,“ - განაცხადა სოფელ ხურჩის გამგებლის წარმომადგენელმა, ბადრი ხუჯგუამ, როგორც ამას „რუსთავი 2“ იუწყება.

 


სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, სოფელ ტყაიას მოსახლეობის განცხადებით, სოფელში ოკუპანტებმა ასევე გადმოწიეს საზღვარი და მათ უკვე საკუთარი მოსავლის დამუშავებისა და აღების საშუალება არ აქვთ. ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლთან მიახლოების ეშინია, რადგან იქ ოკუპანტები პატრულირებენ და ბოლო დღეების განმავლობაში სოფლის რამდენიმე მკვიდრი გაიტაცეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი