ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სკოლებში „ვაშლის დარიგების“ კამპანიას იწყებს - თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს
11-08-2017, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის და ბავშვების მიერ ჯანსაღი პროდუქტების მიღების პოპულარიზაციის მიზნით სკოლებში „ვაშლის დარიგების“ კამპანიას იწყებს. ალექსანდრე ჯეჯელავა აზუსტებს, რომ კამპანია შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა და ამ პროცესს კვირაში ერთჯერადი ხასიათი ექნება.

 

 

 

მინისტრის თქმით, კამპანია სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მომავალში რეგიონებშიც გადაინაცვლებენ. 

 


თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა კი ვარაუდობენ,რომ დაახლოებით 40 000-დან 60 000-მდე იქნება.

 


გარდა ამისა, განათლების სამინისტრო აპირებს სხვა კამპანიის წარმოებასაც, რომლის მიზანიც იქნება მშობლების დარწმუნება, შვილებს სკოლაში ვაშლი გაატანონ.

 


„რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი“, განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მინისტრის თქმითვე, სკოლების ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი, ისეთი პროდუქტების გაყიდვა აიკრძალება, რომელშიც შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობა იქნება. აკრძალვა ასევე შეეხება შაქრიანი, გაზიანი სასმელების გაყიდვასაც.

 


„ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯია, რომ წავახალისოთ ბუფეტის ოპერატორები, სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიაზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ბუფეტებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება“, თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი