21 წლის ბექა ხახუბიას დევნაში მონაწილე პოლიციელები სასამართლო დარბაზიდან 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
11-08-2017, 06:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

21 წლის ბექა ხახუბიას დევნაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორები და მათი ათმეთაური სასამართლო დარბაზიდან 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. დევნის ოპერაცია, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, 16 მაისს განხორციელდა.

 

 

ხახუბიას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შემდეგაც ის ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

 


პროკურატურამ ბრალის წარდგენის შემდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახით სამივე პოლიციელის მიმართ არა პატიმრობა, არამედ 5 ათას ლარიანი გირაო მოითხოვა. სასამართლომ პოლიციელების თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე მიიღო.

 


ადვოკატი მიიჩნევს, რომ გზის გადაკეტვის გადაწყვეტილების მიღება არსებულ სიტუაციასთან შესაბამისობაში მოხდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ გრძნობენ.

 


„თუ ეს პირი განაგრძობდა მოძრაობას, მის მიმართ შეწყდებოდა ეს ღონისძიებები და არ აღიკვეთებოდა მისი საქმიანობა. სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, არ იყო გამორიცხული, რომ ავტომაგისტრალზე მოძრავ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შექმნოდა გარკვეული საფრთხე... გზის ეს გადაკეტვა და ეს ღონისძიება მიზნად არ ისახავდა კონკრეტული პირის მიმართ რაიმე დაზიანების მიყენებასაც. მიზანი იყო, შეეჩერებინათ ეს ავტომობილი“, აცხადებს ნოდარ ცინცაძე.

 


პროკურორის განცხადებით, სამი ადამიანი უკვე პასუხისგებაშია.

 


„საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სამ პირს წარედგინა ბრალდება, მათ შორის, ერთ-ერთი პიროვნება არის ის, ვინც გასცა აღნიშნული მითითება, ხელმძღვანელი, ათმეთაური“, აცხადებს გიორგი ლეკიშვილი.

 


საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონის სასამართლოში 2 ოქტომბრიდან დაიწყება. მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

 


ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი