ევროკავშირის 15 ქვეყანაში მილიონობით დაბინძურებული კვერცხი გაიყიდა, რომელში აღმოჩენილი ქიმიური ნივთიერებაც ტილების და ცხოველების ტკიპების მოსაკლავად გამოიყენება
11-08-2017, 08:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპული კომისიის განცხადებით, ევროკავშირის 15-მა წევრმა ქვეყანამ, ისევე როგორც ჰონგ კონგმა და შვეიცარიამ ქიმიური ნივთიერება ფიპრონილით დაბინძურებული კვერცხი მიიღო.

 


ევროკომისია მინისტრებსა და რეგულატორებთან შეხვედრას 26 სექტემბერს გამართავს.

 


ევროკომისიის საკვების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მოუწოდა ქვეყნებს შეწყვიტონ ერთმანეთის „დაბრალება და შერცხვენა“.

 


როგორც BBC იუწყება, სკანდალმა იმის თაობაზე იფეთქა, თუ რამდენი ხანი იცოდნენ ბელგიის და ჰოლანდიის ხელისუფლებებმა დაბინძურების შესახებ.

 


კვერცხებში, რომელიც ძირითადად ნიდერლანდებიდან გადიოდა, აღმოაჩინეს ფიპრონილი, ქიმიური ნივთიერება, რომელიც ტილების და ცხოველების ტკიპების მოსაკლავად გამოიყენება და ის ევროკავშირის მიერ კვების ინდუსტრიაში აკრძალულია.

 


ფიქრობენ, რომ ქათმების ზოგიერთ ფერმაში მას ამატებდნენ, როგორც სადიზენფექციო საშუალებას.

 


თუკი ადამიანებმა დიდი რაოდენობით მიიღეს აღნიშნული ნივთიერება, მას შეუძლია დააზიანოს თირკმელები, ღვიძლი და ფარისებრი ჯირკვლები. მიუხედავად ამისა, საკვების სტანდარტების სააგენტოები რისკების საფრთხეს ნაკლებად სერიოზულად მიიჩნევენ მათთვის, ვინც უკვე ჭამა გაფუჭებული კვერცხები.

 


ფერმები დაიხურა ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანიაში და საფრანგეთში მას შემდეგ რაც ხელისუფლებებმა დაადასტურეს, რომ კვერცხებში ფიპრონილი იყო გამოყენებული, განაცხადა პარასკევს ევროკომისიის წარმომადგენელმა დანიელ როზარიომ.

 


ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელთაც მიიღეს გაფუჭებული კვერცხები არიან: დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი და დანია, ხოლო ევროკავშირის მიღმა შვეიცარიამ და ჰონგ კონგმა, იუწყება BBC.

 


დიდმა ბრიტანეთმა ნიდერლანდების პოტენციურად დაბინძურებული ფერმებიდან 700,000 მოწამლული კვერცხი მიიღო.

 

 

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ აპრილის შემდეგ ქვეყანაში 250,000 დაბინძურებული კვერცხი გაიყიდა და მიღებულია ზომები, რომ პროდუქცია ამიერიდან გაყიდვიდან იყოს ამოღებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი