პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ განაცხადა
12-08-2017, 02:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ვენესუელას კრიზისი სამხედრო გზით გადაწყვიტოს.

 


„ხალხი იტანჯება და კვდება“, განაცხადა ტრამპმა.

 


BBC-ის ცნობით, ვენესუელას თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პადრინომ თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის წინადადება „შეშლილობის აქტია“.

 


პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ახალი საკონსტიტუციო ასამბლეა ფართოდ იქნა გაკრიტიკებული, როგორც ანტი-დემოკრატიული. შეერთებულმა შტატებმა ახლახან მადუროს დიქტატორი უწოდა და მასზე სანქციები დააწესა.

 


„ჩვენ ბევრი არჩევანი გვაქვს ვენესუალისთვის, მათ შორის შესაძლო სამხედრო არჩევანი, თუ საჭირო იქნება“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს პარასკევ საღამოს.

 


„ჩვენ ჯარები მთელი მსოფლიოს ნაწილებში, რომელიც ძალიან შორს არის ჩვენგან, სრულ მზადყოფნაში გვყავს. ვენესუელა არ არის ძალიან შორს და ხალხი იტანჯება და კვდება“.

 


მოგვიანებით თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მადურომ ტრამპთან სატელეფონო ზარის განხორციელება ითხოვა, პასუხად კი თეთრი სახლიდან მიიღო შემდეგი: ტრამპი სიამოვნებით დაელაპარაკება მის ვენესუელელ კოლეგას, როცა ქვეყანაში დემოკრატია აღდგება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი