ხობში ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა
12-08-2017, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

12 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა.

 


ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების, ნახატების და ფერწერული ტილოების გამოფენა, ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, ლელობურთში, მკლავჭიდსა და ნარდში. სახელდახელოდ მოწყობილ ფაცხებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ მეგრული კერძები და მოესმინათ მეგრული სიმღერები ანსამბლ „კოლხეთის“ შესრულებით.

 

 

 


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ დღესასწაულზე მისულებს „ცოტნეობისა“ და „დიდგორობის“ დღესასწაული მიულოცეს და ისაუბრეს წმინდა ცოტნე აღმსარებელის განსაკუთრებული ღვაწლისა და „ძლევაი საკვირველის“ შესახებ.

 

 

 


დღესასწაულზე ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა. ირაკლი გეთიას, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მწვრთნელს, ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის (ჭადრაკის) განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და რევაზ მიხელაშვილს, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალის ექიმ-ტრავმატოლოგს, ხობის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.

 


დღესასწაული კონცერტით დასრულდა. მაყურებლის წინაშე თავიანთი შემოქმედებით გიორგი მეფისაშვილი, თეატრალური კვარტეტი და ანსამბლი „კოლხეთი“ წარსდგნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი