რომან გოცირიძე: „ქალბატონი წულუკიანი ატყუებს მოსახლეობას და სინამდვილეში, სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე წერილიც კი არ არის გაგზავნილი პოლონეთში“
13-08-2017, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შს მინისტრის და უკრაინის ყალბი შს მინისტრის, ავაკოვის სატელეფონო ჩანაწერის, სადაც მღებრიშვილი მის უკრაინელ „კოლეგას“ სთხოვს, რომ სააკაშვილი ქართულ მხარეს არ გადმოსცენ, შესწავლას და გამოძიების დაწყებას ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერით დასტურდება, რომ „საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების“ და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ატყუებს მოსახლეობას და სინამდვილეში, სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე წერილიც კი არ არის გაგზავნილი პოლონეთში. 

 

 

 

„უნდა დაინიშნოს გამოძიება, უნდა შესწავლილი იქნას ფირი... ამ ჩანაწერით ვლინდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების; ის, რომ მთელი ეს პროცესი არის უკანონო და სავსებით სამართლინად თვლიან ისინი, რომ ამას მოჰყვება ძალიან დიდი სახალხო მღელვარება და ეს შეიწირავს ამ ხელისუფლებას. ეს არის შიში მათ თვალებში, შიში პირველ რიგში მათი არაკანონიერი ქმედების გამო; ის, რომ ქალბატონი წულუკიანი ატყუებს მოსახლეობას და სინამდვილეში აგულიანებს თავის მომხრეებს რომ სააკაშვილს, ასე ვთქვათ, გაუმკლავდებიან. სინამდვილეში, ექსტრადიციის მოთხოვნაზე წერილიც კი არ არის გაგზავნილი პოლონეთში“, აცხადებს რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის“ აუდიო სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ვებგვერდმა Страна.ua -მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა და რომლის ნამდვილობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, მღებრიშვილი ყალბ ავაკოვს, სინამდვილეში პრანკერ ლექსუსს (ალექსეი სტოლიაროვს) ეუბნება, რომ კონსულტაციები გაიარა „თავის ბიჭებთან“, მათ შორის პროკურორთან და აქვს „დიდი თხოვნა“, რომ თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება უკრაინაში, იგი თბილისს არ გადმოსცენ, რადგან „მისგან საქართველოში გმირის შექმნა“ არ უნდათ.

კომენტარები: 1
#1   თინიკო
      
ვის რაში ჭირდება ეგ მოწანწალე ლეში კუპომჩიკ :)
აი,შენ რომ მოგეკითხება ცოდვები, მაგაზე იდარდე!
13 აგვისტო 2017 10:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი