საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და უკრაინის ყალბი შს მინისტრის, ავაკოვის სატელეფონო ჩანაწერს, სადაც გიორგი მღებრიშვილი მის უკრაინელ „კოლეგას“ სთხოვს, რომ სააკაშვილი ქართულ მხარეს არ გადმოსცენ, ქართული პროკურატურის ექსტრადირების დიდი ხნის ობიექტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერით დასტურდება ის, რომ მის მიმართ „ყველა საქმე შეთითხნილია და წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა“.
სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი საქართველოში ჩასვლა ხალხის ქუჩებში გამოსვლას და ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას გამოიწვევს, თუმცა მის უახლოეს გეგმებში უკრაინის ოლიგარქებისაგან გათავისუფლება შედის.
„რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა „ავაკოვთან“ საუბრისას აღიარა ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: ჩემს მიმართ ყველა საქმე შეთითხნილია და წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა. ივანიშვილს ეშინია ჩემი საქართველოში ჩასვლის, იმდენად რამდენადაც ქართველი ხალხი, რომელსაც უკვე საკმარისი მასალა აქვს ჩემი მმართველობისა და ოლიგარქიული ბატონობის შესადარებლად, გამოვა ქუჩებში და გააძევებს მათ, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში. მაგრამ მე მაქვს უახლოესი გეგმები, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან და მისი მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისაგან გათავისუფლებასთან“, დაწერა სააკაშვილმა უკრაინულ და რუსულ ენებზე, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის“ აუდიო სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ვებგვერდმა Страна.ua -მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა და რომლის ნამდვილობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, მღებრიშვილი ყალბ ავაკოვს, სინამდვილეში პრანკერ ლექსუსს (ალექსეი სტოლიაროვს) ეუბნება, რომ კონსულტაციები გაიარა „თავის ბიჭებთან“, მათ შორის პროკურორთან და აქვს „დიდი თხოვნა“, რომ თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება უკრაინაში, იგი თბილისს არ გადმოსცენ, რადგან „მისგან საქართველოში გმირის შექმნა“ არ უნდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.