ნიკა მელია: „სატელეფონო საუბარში ჩანს, თუ რა დამნაშავე შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს“
13-08-2017, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს „დამნაშავეს“ უწოდებს და ხელისუფლებისაგან გიორგი მღებრიშვილის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ავაკოვის“ სატელეფონო საუბრის ნამდვილობის საერთაშორისო ექსპერტებისაგან დადგენას მოითხოვს.

 

 

„დღეს გავერცელდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, უფრო ზუსტი რომ ვიყო, ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა, ყველანი ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი დაარწმუნა, რომ ყველა საჯარო მოხელე, მთლიანი მინისტრთა კაბინეტი არის დამორჩილებული ოლიგარქიულ წეს-წყობილებას და ოლიგარქის ნებას არის დაყოლილი... დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი იდევნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით და არანაირი სამართლებრივი მოტივი არ აქვს მის დევნას; დაადასტურა, რომ სააკაშვილის მიმართ აღძრული ყველა საქმე არის ფიქცია და ბლეფი; დაადასტურა ის, რომ ბატონი პოროშენკოს ივანიშვილ-კვირიკაშვილთან შეხვედრის მთავარი მიზეზი, მიზანი და ამოცანა გახლდათ ბატონი სააკაშვილის ექსტრადიციის თუ არაექსტრადიციის საკითხი; დაადასტურა ის, რომ თურმე მთელი ქვეყნის ბიუროკრატიული აპარატი, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალოვანი სტრუქტურები ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მისი გუნდის წევრებს, არა მხოლოდ უთვალთვალებდა ქვეყნის ფარგლებში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მეგობარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უთვალთვალებენ, რითიც სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს; დაადასტურა ცხადად, რომ მოქალაქეობა ამ ხელისუფლებამ ჩამოართვა ამ ადამიანს, რომელმაც შექმნა თანამედროვე, წარმატებული სახელმწიფო და დაადასტურა ისიც, რომ არც აპირებს მოქალაქეობის მიცემას“, განაცხადა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ „ათწუთიან სატელეფონო საუბარში ჩანს, თუ რა დამნაშავე შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს“.

 


სააკაშვილის თანამებრძოლმა, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ახალციხიდან ჩართვისას მოითხოვა, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს აღნიშნული ჩანაწერი, რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას ამასთან დაკავშირებით.

 


„და თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, არავის შეეპარება ეჭვი, რომ ეს იყო ავთენტური ჩანაწერი“, განაცხადა მელიამ და დაამატა, რომ თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს აღნიშნულ ჩანაწერს საერთაშორისო საექსპერტო ბიუროში.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის“ აუდიო სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ვებგვერდმა Страна.ua -მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა და რომლის ნამდვილობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, მღებრიშვილი ყალბ ავაკოვს, სინამდვილეში პრანკერ ლექსუსს (ალექსეი სტოლიაროვს) ეუბნება, რომ კონსულტაციები გაიარა „თავის ბიჭებთან“, მათ შორის პროკურორთან და აქვს „დიდი თხოვნა“, რომ თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება უკრაინაში, იგი თბილისს არ გადმოსცენ, რადგან „მისგან საქართველოში გმირის შექმნა“ არ უნდათ.

 

კომენტარები: 1
#1  luka
      
ასეთები, 2-3 რომ რომ ჰყავდეს ნაციონალებს ძალიან მაგრად წაიწევდნენ წინ. ნიკას და მიშას გარდა, ლიდერის თვისებებით გამოკვეთილი და ქარიზამტული პოლიტიკოსი ნაციონალებს არ ჰყავთ. ზალიკო უდუმაშვილი უსუსტესია, ნიკა უნდა წარედგინათ ისევ მერის პოსტზე. წააგებენ უდავოდ, რადგან ზალიკო, კიდევ ერთხელ ვამბობ, უსუსტესია, ზუბრიაჩკა ფრაზებით, აზროვნების ნული შესაძლებლობით, ისევე როგორც კალაძე სხვათა შორის, მაგრამ მას სახელისუფლებო რესურსი უმაგრებს ზურგს და ამით დგას წინ.
14 აგვისტო 2017 17:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი