პროფესორი ვლადიმერ პაპავა, რომელმაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტი გასულ წელს დატოვა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისათვის „შეუფერებელ პიროვნებად“ მიიჩნევს, მის განათლების მინისტრობას კი „საერთოდ გაუგებრობას“, ხოლო თბილისის სკოლებში „ვაშლის დარიგების“ პროგრამას კი „კომიკურს“ უწოდებს. ჯეჯელავას მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის გამო პაპავა პრემიერ მინისტრს აკრიტიკებს.
„გასაგებია, რომ პრემიერ მინისტრი კრონიზმის (ფავორიტიზმის ერთ-ერთი სახე, ახლობელ-მეგობრებისთვის, კვალიფიკაციის დამოუკიდებლად, უპირატესობის მინიჭება) სენითაა დაავადებული და ამიტომაც ვერ ხედავს მინისტრობისთვის შეუფერებელი თავისი მეგობრის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობას, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ? მათი ასაკიდან გამომდინარე, შვილები ჯერ კიდევ სკოლებში უნდა დადიოდნენ და ნუთუ არ ეცოდებათ თუნდაც საკუთარი შვილები ასეთი კურიოზული მინისტრის ხელში? თანაც ამ ინიციატივამ უამრავი კითხვა გაგვიჩინა. მაგალითად, რატომ უნდა დარიგდეს ვაშლები მარტო თბილისში და თანაც მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც ათას ბავშვზე მეტი სწავლობს? რა დააშავეს რეგიონებისა და თბილისის მცირეკონტინგენტიანმა სკოლებმა?“ განაცხადა ვლადიმერ პაპავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელმაც სკოლებში არამიზნობრივ ხარჯებზეც გააკეთა აქცენტი.
„როცა სკოლებში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა, განათლებისთვის გამოყოფილი თანხა რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საეჭვო პროექტზე, რომელზეც თავად მინისტრსაც კი ეცინება? მისი ეს სიცილი კი მთლიანად ჩვენი საზოგადოების დაცინვაა! „კომბლედან“ ვაშლამდე მისული მინისტრი უკვე სასაცილოც აღარ არის, ის უკვე მავნეც ხდება, ჩვენი შვილების განათლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ლეგალურად გაფანტვას უპირებს და თანაც ამის შესახებ საზოგადოებას სიცილ-ხითხითით ამცნობს... ერთმა ტაქსის მძღოლმა ჩემთან პირად საუბარში ასე ახსნა ვიცე-პრემიერის ეს ინიციატივა: ეტყობა, მთავრობა ვაშლის დიდ მოსავალს ელის და შიშობს, იგივე არ მოუვიდეს ქართულ ვაშლს, რაც ატამს მოუვიდაო“, განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.