„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე მშვიდობისმყოფელებისთვის თანადგომის გამოსახატად ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ავღანეთში ჩავიდა
14-08-2017, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელებისთვის თანადგომის გამოსახატად და გასამხნევებლად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება. ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით შედგა.

 


ქართველი სამხედროების მონახულებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან და ჰამიდ ყარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურთან, გენერალ მურად სელჩუკთან შეხვედრები გამართეს. გენერალმა ნიკოლსონმა ქართული კონტინგენტის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და სამაგალითოები არიან, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის.

 

 

ქაბულში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა. სტუმრებს აეროპორტში ბაზის მეთაური, გენერალი ჯონ ტომსონი დახვდა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ბატალიონის მეთაურისგან, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძისგან II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის საქმიანობისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვეს და მის თანამებრძოლებს თანადგომა გამოუცხადეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 


მოგვიანებით უწყების ხელმძღვანელმა პირებმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელები, კაპრალი გელა ხელაძე და კაპრალი გოდერძი ხარშილაძე მედლებით „საბრძოლო იარისთვის“, ხოლო ლეიტენანტი შოთა ქვრივიშვილი და კაპრალი გოდერძი ხარშილაძე სამკერდე ნიშნით „მებრძოლი ქვეითი ჯარისკაცი“ დააჯილდოვეს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ კი, თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის სახელით საჩუქრები გადასცა.

 

დღის ბოლოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გადაინაცვლეს, სადაც ისინი 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სესიაშვილმა დალოცა.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი