„ტრამპი სერიოზული შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ იმყოფება და ხლეჩს საერთაშორისო კოალიციას, რომელიც წარმოადგენს ფხენიანის საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის საშუალებას“ - ჩინეთის სახელმწიფო მედია
14-08-2017, 06:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც მის მთავარ სავაჭრო მრჩევლებს დაავალდებულებს გამოიძიონ სავარაუდოდ, უსამართლო სავაჭრო შეთანხმებები ჩინეთთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს „მოწამლავს“, აცხადებს ჩინეთის სახელმწიფოს დაფინანსებით გამომავალი გაზეთი, ორშაბათის ნომერში, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება.

 


ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა უმაღლესმა ოფიციალურმა პირმა შაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ორშაბათს, მოგვიანებით გამოსცემს განკარგულებას რათა გამოძიებულ იქნას ჩინური სავაჭრო წესები და ინსტრუქციები, რომელიც ჩინეთში მოქმედ შეერთებული შტატების ფირმებს ინტელექტუალური ქონების გადაცემას აიძულებს.

 


აღნიშნული ნაბიჯი, რაც საბოლოოდ ჩინურ საქონელზე ტარიფების მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს, იმ დროს იდგმება, როცა ტრამპმა სთხოვა ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს უფრო მეტი იღონოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სარაკეტო პროგრამის შესაჩერებლად, მაშინ როცა თავად არ გამორიცხავს სამხედრო ქმედებებს ფხენიანის წინააღმდეგ.

 


სარედაქციო წერილში ინგლისურენოვანმა ოფიციალურმა ჩინურმა გაზეთმა, „China Daily“-მ განაცხადა, რომ გადამწყვეტია, ტრამპის ადმინისტრაციამ არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ინანოს.

 

 

„თუ მხედველობაში მივიღებთ ტრამპის ბიზნესგარიგებით მიდგომას საგარეო საქმეებისადმი, შეუძლებელია ანგარიში არ გაეწიოს მის მზარდ იმედგაცრუებას იმ კუთხით, რასაც იგი მიიჩნევს ჩინეთის წარუმატებლობად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გარკვეულ სიტუაციაში მოქცევის თვალსაზრისით“, წერს ინგლისურენოვანი ჩინური გაზეთი და განაგრძობს:

 


„მაგრამ, შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევის ნაცვლად, პოლიტიზებული ვაჭრობა მხოლოდ გაამწვავებს ქვეყნების ეკონომიკურ განსაცდელებს და მოწამლავს ჩინეთ-ამერიკის ყოვლისმომცველ ურთიერთობას“.

 


ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირი დაჟინებით ირწმუნება, რომ ჩრდილოეთ კორეაზე დიპლომატია და პოტენციური სავაჭრო გამოძიება „სრულიად ერთმანეთთან კავშირის არმქონე“ საკითხებია და აცხადებს, რომ სავაჭრო ქმედება არ წარმოადგენს ზეწოლის ტაქტიკას.

 


The China Daily-მ განაცხადა, რომ უსამართლობაა ტრამპის მხრიდან ტვირთი აჰკიდოს ჩინეთს ფხენიანისთვის მისი ქმედებების გადათქმევინებაში.

 


„პეკინისთვის იმის დაბრალების მცდელობით, რომ იგი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული აგრესიის თანამონაწილეა და მისთვის ბრალის დადება იმაში, რომ წარუმატებელია, რაც არსებითად ყველა დაინტერსებული მხარის წარუმატებლობაა, ტრამპი სერიოზული შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ იმყოფება იმ თვალსაზრისით, რომ ხლეჩს საერთაშორისო კოალიციას, რომელიც წარმოადგენს საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის საშუალებას“, აღნიშნავს გაზეთი.

 


„იმედს ვიტოვებთ, რომ ტრამპი სხვა გზას გამონახავს. საკითხები კიდევ უფრო მეტად გართულდება თუკი პეკინი და ვაშინგტონი ერთმანეთის წინააღმდეგ იქნებიან მიმართულნი“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი