ვანკუვერში ფილმ „დედპული 2“-ის გადაღებისას კასკადიორი ქალი გარდაიცვალა
15-08-2017, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კანადის ქალაქ ვანკუვერში ფილმის გადაღების დროს მოტოციკლით ავარიისას კასკადიორი ქალი გარდაიცვალა

 


კანადის მედიის თქმით, გარდაცვალებულს ჯოი ჰარისი ერქვა.

 


პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტი ორშაბათს მოხდა.

 


BBC-ის ცნობით, თვითმხილველი აღწერს, როგორ დაკარგა ქალმა მოტოციკლეტის კონტროლი, როგორ ავარდა ტროტუარზე და დაეჯახა შენობას.

 


მარველის ფილმ „დედპულ 2“-ში მთავარ როლს კანადელი მსახიობი რაიან რეინოლდსი თამაშობს. ფილმზე გადაღებები რაიანის მშობლიურ ქალაქ ვანკუვერში ივნისიდან გრძელდება.

 


ინციდენტის შემდეგ მსახიობმა „ტვიტერზე“ დაწერა: „დღეს ჩვენ ტრაგიკულად დავკარგეთ ჩვენი გადამღები გუნდის წევრი ფილმის გადაღებისას. ჩვენ ვართ გულგატეხილნი და დამწუხრებულნი და განადგურებულნი.. მაგრამ, ვაცნობიერებთ, რომ მისი ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების ტკივილს ვერაფერი შეედრება. მათ განსაცდელს ვიზიარებ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მას იცნობდა ამ ქვეყანაზე“.

 


20th Century Fox-მა განაცხადა: „ჩვენ, ასეთ რთულ დროს, ვლოცულობთ და გული შეგვტკივა მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და გუნდის სხვა წევრებისთვის“.

 


ინციდენტს უსაფრთხოების სამსახური იძიებს.

 


The Vancouver Sun-მა განაცხადა, რომ მოტოციკლეტების და სკუტერების სცენების გადასაღებად ქალაქის ცენტრი გასული კვირის შემდეგ არის გადაკეტილი.

 


ადგილობრივი მედიის თქმით, ჯოიმ ფატალურ ინციდენტამდე რამდენიმეჯერ წარმატებით გააკეთა ილეთი.

 


CTV-მ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა ინციდენტის ადგილას 45 წუთის განმავლობაში იდგა სანამ იქაურობას ჩამქრალი შუქებით და სირენების გარეშე დატოვებდა.

 


ქალბატონი ჰარისი შეიძლება ასრულებდა სცენას ფილმის პერსონაჟ დომინოსთვის, რომელსაც ზაზი ბითზი თამაშობს. ფოტოგრაფებმა მსახიობი გასულ კვირას შენიშნეს, როდესაც ის კოსტუმით მოტოციკლს დააქროლებდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი