აშშ-ის მოკავშირე NATO-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიის მოქალაქეები პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე ტრამპს - საერთაშორისო კვლევა
17-08-2017, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი კვლევის თანახმად შეერთებული შტატების მოკავშირე ზოგიერთი სახელმწიფო უფრო მეტად ენდობა ვლადიმერ პუტინს, ვიდრე დონალდ ტრამპს, როდესაც საკითხი საგარეო საქმეების მართვას ეხება. შედეგები აჩვენებს ნდობის მნიშვნელოვან ნაკლებობას ორივე ლიდერისადმი.

 


როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კვლევა, რომელიც „პიუ კვლევის ცენტრმა“ გამოაქვეყნა, მიზნად ისახავდა გაეზომა რუსეთისა და მისი ლიდერის, ვლადიმერ პუტინისადმი მსოფლიო აღქმები.

 


კვლევამ გაარკვია, რომ 37 ქვეყანაში გამოკითხულთაგან, ოთხიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა ნდობა რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომ ის მართებულ ნაბიჯებს დგამდა, როდესაც საკითხი საერთაშორისო ამბებს ეხებოდა. ყველაზე კრიტიკული ევროპაში გამოკითხული რესპონდენტები იყვნენ, სადაც დაახლოებით 78 პროცენტი გამოხატავდა ნდობის ნაკლებობას პუტინის ხელმძღვანელობის მიმართ. მიუხედავად ამისა, კვლევა აღნიშნავს, რომ „თუმცა პუტინის საგარეო საქმეების მართვის მხრივ ნდობა ჩვეულებისამებრ დაბალია, ბევრ ქვეყანაში მას უფრო მეტად ენდობიან ვიდრე ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“.

 

 

„დოიჩე ველეს“ ცნობით, შეერთებული შტატების ისეთმა მოკავშირეებმა, როგორიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა, და თვით NATO-ს წევრი ქვეყნები - საბერძნეთი, გერმანია, თურქეთი, უნგრეთი, იტალია და ესპანეთი - რომლებიც სამხედრო და თავდაცვით სფეროში ისტორიულად შეერთებულ შტატებზე იყვნენ დაყრდნობილნი, ყველა მათგანმა უფრო მეტი ნდობა პუტინის მიმართ გამოხატა.

 


როგორც გერმანული გამოცემა წერს, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ტრამპის მიერ მსოფლიო საკითხებზე მერყევი კომენტარები იყოს და ასეთებად შეიძლება დასახელდეს მის მიერ NATO-ს სიცოცხლისუნარიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ალიანსის ერთობლივი თავდაცვის მექანიზმისადმი, მე-5 მუხლისადმი, მისი ერთგულების დადასტურების დაყოვნება და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობისადმი ბრალდება, რომ თავიანთ სამართლიან წილს არ იხდიან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ბიუჯეტში.

 

 

პუტინისადმი უფრო მეტი კეთილმოსურნეობა, ვიდრე ტრამპისადმი ყველაზე უფრო მეტად დაუფარავი და მძლავრი საბერძნეთში და გერმანიაში გამოვლინდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის ლიდერს 31 და 14 პროცენტებით გაუსწრო, შესაბამისად. გერმანიაში გამოკითხულთა დაახლოებით მეოთხედმა თქვა, რომ ისინი ენდობოდნენ პუტინს, მაშინ როცა მხოლოდ 11%-მა განაცხადა იგივე ტრამპზე. მაგრამ NATO-ს ყველა წევრ ქვეყანას არ გამოუხატავს უფრო მეტი ნდობა პუტინისადმი. მაგალითად, ტრამპმა უფრო მეტი პროცენტი მიიღო ბრიტანეთში, კანადაში, ნიდერლანდებსა და პოლონეთში, როგორც ამას კვლევა ამტკიცებს. ტრამპი ასევ უფრო სასურველი იყო NATO-ს არაწევრ ქვეყნებში - ავსტრალიაში და ფილიპინებში, ისევე როგორც ისრაელში, სადაც მან პუტინს 29 პუნქტით გაუსწრო.

 

 

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ბუნდოვანი შეხედულებაა ჩამოყალიბებული პუტინის საგარეო პოლიტიკის მიდგომისადმი, ძალიან ცოტა ფიქრობს, რომ რუსეთი უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს. მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანთა 31-მა პროცენტმა აღწერა რუსეთის სახელმწიფო და მისი გავლენა, როგორც მთავარი საფრთხე თავიანთი ქვეყნისთვის - ბოლო ადგილი სიაში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული დაჯგუფება, კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო კიბერ თავდასხმები იყო შეყვანილი. იგივე რაოდენობა მიიჩნევს საფრთხედ ჩინეთს, მაშინ როცა 35 პროცენტი ფიქრობს, რომ ამერიკის გავლენაა სახიფათო.

 

 

რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება ყველაზე უფრო ფართოდ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გამოიხატა, სადაც ბევრი ადამიანი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მთავრობის სამოქალაქო თავისუფლებებისა და დემოკრატიისადმი გამოხატული დამოკიდებულების მიმართ. მხოლოდ ვიეტნამში (83%), საბერძნეთსა (64%) და და ფილიპინებში (55%) ჰქონდათ რესპონდენტების უმრავლესობას კეთილგანწყობითი შეხედულებები, რაც ყველაზე უფრო მრავალფეროვანი იყო ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

 


„პიუ კვლევის ცენტრმა“, 40,951 ზრდასრული ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, 37 ქვეყანაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თებერვალი-მაისის პერიოდში გამოკითხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი