ჰოლანდიის მედიასაშუალებები იტობინებიან, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჰილვერსიუმში, რადიოსადგურ „3FM“-ში შესაძლოა მძევლები ჰყავდეთ აყვანილი.
როგორც „როიტერსი“ წერს, ამ დროისთვის რადიოსადგურის შენობა პოლიციელებითაა გარშემორტყმული. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად რადიომაუწყებლობა შეჩერებული არ არის.
ამ დროის მონაცემებით, რადიოსადგურის შენობაში უცნობი მამაკაცი შეიჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.