ტრამპის მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი დანფორდი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ომი „შემაძრწუნებელი“ იქნებოდა
17-08-2017, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეისთვის სამხედრო პასუხის გაცემა „შემაძრწუნებელი“ იქნებოდა, მაგრამ არჩევანი კვლავ რჩება, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარმა სამხედრო მრჩეველმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა.

 

 

როგორც BBC იუწყება, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დანფორდმა კომენტარი ჩინეთში ვიზიტისას იმ დროს გააკეთა, როცა პასუხობდა ტრამპის უმაღლესი მრჩევლის განცხადებას, რომელიც ჩრდილოეთ კორეაზე მისი სარაკეტო პროგრამების გამო სამხედრო ქმედებებს გამორიცხავდა.

 


თეთრი სახლის მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბანონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჩიხიდან გამოსვლის გზაზე სამხედრო არჩევანი არ გაკეთდება.

 

 

„სანამ ვინმე ამოხსნის განტოლების ნაწილს, რაც მიჩვენებს მე რომ 10 მილიონი ადამიანი სეულში შეიარაღების ჩვეულებრივი სახეობით არ მოკვდება პირველ 30 წუთში, მე არ ვიცი თქვენ რის შესახებ საუბრობთ, სამხედრო გადაწყვეტა არ მოხდება“, უთხრა ბანონმა The American Prospect-ს.

 


გენერალი დანფორდი დაეთანხმა, რომ სამხედრო გადაწყვეტა „შემაძრწუნებელი“ იქნებოდა, მაგრამ განაცხადა, რომ „რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, არ არის სამხედრო არჩევანი“.

 

 

„რაც წარმოუდგენელია, ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის ბირთვული ქობინების მქონე ბალისტიკური რაკეტის დამზადების ნების დართვაა, რომელსაც აშშ-ისთვის საფრთხის შექმნა და და რეგიონისთვის საფრთხის გაგრძელება შეეძლება“, განაცხადა დანფორდმა.

 

 

სამხედრო არჩევანზე კოემენტირებისას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე ინმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი არ იქნება. მან დაამატა, რომ შეერთთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჰპირდა მას, რომ მისი ბირთვული იარაღის მქონე მეზობლის წინააღმდეგ ნებისმიერ არჩევანს სეულთან შეათანხმებს.

 


როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, მუნმა ხუთშაბათს დაჟინებით მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, არ გადადგას შემდგომი პროვოკაციული ნაბიჯები, რადგან ეს უფრო მკაცრი სანქციების და ქვეყნის ისეთი გაღატაკების საფუძველი გახდება, რომლიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება.

 


მან განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ სარაკეტო გამოცდების შეჩერებაზე მოლაპარაკებებისთვის ჩრდილოეთ კორეაში სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნის საკითხს განიხილავს.

 


„ყველა სამხრეთ კორეელი მუშაობდა თავდაუზოგავად, რათა აღედგინა ქვეყანა კორეის ომის ნანგრევებისაგან“, განაცხადა მუნმა პრეზიდენტად არჩევიდან 100 დღის თავზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

 


„მე ნებისმიერ ფასად დავიცავ იმას, რომ ომი არ დაიწყოს. მე მსურს, რომ ყველა სამხრეთ კორეელს სჯეროდეს, რომ ომი არ იქნება“, განაცხადა მუნმა, თუმცა აღნიშნა, რომ ფხენიანი „წითელი ხაზის გადამკვეთი“ იქნება, თუკი ის ბირთვული ქობინების მქონე კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტით შეიარაღდება.

 

 

ჩრდილოეთ კორეაში „ცეცხლისა და მახვილის“ შეტანის მუქარის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გადაწყვეტილებას გამოეხმაუარა და განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინმა „ძალიან ბრძნული“ ნაბიჯი გადადგა.

 


„ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. ალტერნატივა იქნებოდა, როგორც მიუღებელი, ასევე კატასტროფული“, დაწერა ტრამპმა ოთხშაბათს „ტვიტერზე“.

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო და განაცხადა, რომ ცოტა უფრო ხანგრძლივად დააკვირდება შეერთებული შტატების ქმედებებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი