„ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადდა
18-08-2017, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის გიორგი სიგუას დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც სიგუამ დაკითხავზე შესვლამდე განაცხადა, იგი საგამოძიებო სამსახურში არა „ჯემ ფესტის“ ჩატარების, არამედ გარკვეული ნივთის დაზიანების ფაქტზეა დაბარებული.

 

 

„როგორც ახლა ადვოკატთან ერთად გავარკვიე, საქმე არ არის აღძრული არც ჩემ და არც „ჯემ ფესტის“ წინააღმდეგ, არამედ აღძრულია რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას რაღაც ქონება დაუზიანდა, რაშიც ჩვენ არავინ გვადანაშაულებს. ცოტათი გაუგებარია ეს ყველაფერი, ამიტომაც მოვედი აქ და ჩამოვედი საქართველოში, რომ გავარკვიო, რატომ ამოიღეს სრული დოკუმენტაცია ჩვენი ოფისიდან, რატომ წაიღეს კომპიუტერები, რას ეძებენ და რისი პოვნა უნდათ“, განაცხადა გიორგი სიგუამ და დააზუსტა, რონ მის კომპანიას სახელმწიფო ბიუეჯტიდან არც ერთი თეთრი არ მიუღია.

 


„სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული გადაერიცხათ პირდაპირ იმ არტისტებს, რომლებმაც დაუკრეს „ჯემ ფესტზე“, დანარჩენი ფული ჩვენ გადავიხადეთ. რა ფინანსურ დარღვევებზე შეიძლება იყოს საუბარი, წარმოდგენა არ მაქვს, ახლა შევალ და გავარკვევ“, განაცხადა სიგუამ.

 

 

მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურმა მისი ოფისიდან ყველა სახის დოკუმენტაცია, მათ შორის კონტრაქტებიც წაიღო და ახლა მის კომპანიას რომ მოუნდეს გარკვეული დავის წარმოება, ფიზიკურად ვერ აწარმოებს, ვინაიდან ყველა სახის დოკუმენტაცია და კონტრაქტები საგამოძიებო სამსახურშია.  

 

 

სიგუამ თქვა, რომ „ჯემ ფესტს“ გასულ წელსაც გააჩნდა ვალები და წელსაც გააჩნია, თუმცა დასძინა, რომ ყველაფერს აუცილებლად გადაიხდიან და მუშაობას არ შეწყვეტენ.

 


„რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ჩვენს გეგმებს. ჩვენი დავალიანება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვენს მიმართ აქვთ. დაახლოებით 400 000 ევროა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ დავალიანება და 100-150 ათასი საქართველოში არსებული ვალი. ეს რიცხვები არ არის უსაშველო და არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით. ამ დავალიანებებს შორის არის ჩვენი თანამშრომლების სახელფასო დავალიანებაც. ასევე მინდა გითხრათ, რომ მილიონ ლარზე მეტი აქვთ ჩვენი დავალიანება სხვადასხვა კაფეებს, რესტორნებსა თუ ობიექტებს“, განაცხადა სიგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაკითხვაზე შესვლამდე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი