„ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ შეერთებული შტატები ათწლეულობით დარჩება სირიაში - სირიის ქურთული მილიციის მოკავშირეები
18-08-2017, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვაშინგტონის მთავარი სირიული მოკავშირე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ სირიაში ჯიჰადისტების დამარცხები შემდეგ ხანგრძლივად დარჩება.

 


შეერთებული შტატების მხარდაჭერილ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ სჯერათ, რომ აშშ-ს დარჩენის „სტრატეგიული ინტერესი“ გააჩნიათ. აღნიშნულის შესახებ „როიტერსს“ ექსკლუზიურად „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელმა ტალალ სილომ განუცხადა.

 


„მათ მომავალი ათწლეულების განმავლობაში აქვთ სტრატეგიული პოლიტიკა. სირიის ჩრდილოეთის ხელმძღვანელობასა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის გრძელვადიანი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური შეთანხმება იქნება“, განაცხადა სილომ.

 


„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ ჩრდილოეთ სირიაში რამდენიმე ადგილას ძალები განალაგა, მათ შორის საჰაერო ბაზა ქალაქ კობანისთან. კოალიცია მხარს უჭერს სირიის დემოკრატიულ ძალებს საჰაერო დარტყმებით, არტილერიით და სპეციალური სახმელეთო ჯარებით.

 


გრძელვადიან სტრატეგიაზე „როიტერსის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ კოალიციური ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა რიან დილონმა განაცხადა, რომ „ჯერ კიდევ ბევრი საბრძოლო მოქმედება იქნება განსახორციელებელი მაშინაც კი, „ისლამური სახელმწიფო“ რომც დამარცხდეს რაყაში“.

 


მან დაამატა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ გამაგრებული რჩება მდინარე ევფრატის ხეობაში, დეირ ალ-ზორის პროვინციაში, რაყას სამხრეთ-აღმოსავლეთში.

 


„ჩვენი მისიაა დავამარცხოთ ISIS ერაყის და სირიის განსაზღვრულ ადგილებში და ჩამოვაყალიბოთ შემდგომი ოპერაციების პირობები რეგიონული სტაბილურობის გაზრდისათვის“, განაცხადა დილონმა, თემის დეტალურად გაშლის გარეშე.

 


„სირიის დემოკრატიულ ძალებს“ და სირიაში ქურთულ მილიციას - „ხალხის დაცვის ერთეულს“ - ჩრდილოეთ სირიაში 2011 წლიდან, სირიის კონფლიქტის დაწყებიდან, მას შემდეგ, რაც ქურთების ხელმძღვანელობით ავტონომიური ადმინისტრაციები აღმოცენდა, დომინატური პოზიციები უკავიათ.

 


„ხალხის დაცვის ერთეულს“ და მის მოკავშირეებს სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ უწყვეტად აქვთ დაკავებული 400კმ-იანი მონაკვეთი.

 


შეერთებული შტატების ალიანსი „სირიის დემოკრატიულ ძალებსა“ და სირიაში ქურთულ მილიციასთან - „ხალხის დაცვის ერთეულთან“ - კამათის მთავარი საგანია აშშ-ის მოკავშირე, მეზობელ თურქეთთან. თურქეთი სირიის ქურთულ მილიციას უყურებს როგორც გაგრძელებას „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“, რომელიც სამი ათეული წელია, რაც ამბოხებულია თურქეთში.

 


სილომ განაცხადა: „ამერიკელებს აქვთ სტრატეგიული ინტერესები აქ მას შემდეგაც, რაც დაეში დასრულდება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი