კამბრილსში ესპანეთის პოლიციის მიერ ლიკვიდირებული ტერორისტების ასაფეთქებელი ქამრები ყალბი აღმოჩნდა
18-08-2017, 05:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კატალონიის საკურორტო ქალაქ კამბრილსში პარასკევს ადრეული დილით ესპანური პოლიციის მიერ ლიკვიდირებული ტერორისტების ქამრები ყალბი აღმოჩნდა, განაცხადა კატალონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხოაკინ ფორნმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც ტელეკომპანია 24 Horas-ი ახდენს.

 


მისი სიტყვებით, მათ არ შეეძლოთ აფეთქებულიყვნენ.

 


მან დაადასტურა, რომ ტეორისტები „აუდის“ ტიპის ავტომანქანით ხალხის მასაში შეიჭრნენ. „მანდ იმყოფებოდა პატრული „მოსოსი“ (კატალონიის სამართალდამცავი ორგანოების სახელწოდება)... დაიწყო სროლები“, განაცხადა მან და დაამატა, რომ განადგურებულ იქნა „5 ტერორისტი, რომელთაც ყველას ქამრები ეკეთათ - ქამრები, რომლებიც მოგაგონებთ თვითმკვლელების ქამრებს და ასაფეთქებლებს“.

 


„TEDAX-მა (ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფის სამსახურმა) მოახდინა ქამრების აფეთქება და დადგინდა, რომ ასაფეთქებელი ქამრები ფალსიფიცირებული იყო“, განაცხადა ფორნმა რადიო „Onda Cero“-სთან ინტერვიუში, როგორც ამას, რუსული „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარი მიდის ტერორისტების დიდ ჯგუფზე“, დაამატა მან.

 

 

13 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა ბარსელონაში, ლას რამბლასის ტურისტულ ზონაში, როცა ხალხის მასაში ფურგონი ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით შევარდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან ფეხით გაიქცა და ჯერ კიდევ იძებნება.

 


ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რო ეს იყო „ჯიჰადისტური თავდასხმა“.

 


ხელისუფლება ბარსელონას და კამბრილსის თავდასხმებს ახლა, ოთხშაბათ საღამოს ქალაქ ალკანარში მომხდარ აფეთქებას უკავშირებს, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

 


უფრო ადრე, პოლიციის მეთაურმა ხოსე ლუის ტრაპერომ განაცხადა, რომ ალკანარის სახლის მობინადრენი „ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებდნენ“.

 


კატალონიის საგანგებო სამსახურის განცხადებით, კამბრილსში 7 ადამიანი, მათ შორის პოლიცის ოფიცერი დაიჭრა, როცა პარასკევს, ადრე, ავტომანქანა ადამიანების ჯგუფში შეიჭრა.

 

 

ესპანური მედია იუწყება, რომ თავდამსხმელების ავტოსატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა და როცა მამაკაცები მანქანიდან გადმოვიდნენ, მათ მაშინვე ცეცხლი გაუხსნა პოლიციამ.

 


პოლიციამ განაცხადა, რომ სიტუაცია კამბრილსში - ბარსელონას სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ზღვისპირა კურორტზე -ახლა კონტროლის ქვეშაა.

 


ამასობაში, პოლიცია იმ ფურგონის მძროლის ძებნის ოპერაციას განაგრძობს, რომელმაც ნაქირავები ავტოსატრანსპორტო საშუალება ბარსელონაში, ხალხის მასაში დიდი სისწრაფით შეიყვანა, რის შემდეგაც ფეხით გაიქცა.

 


პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, მაგრამ პოლიციის განცხადებით, არც ერთი მათგანი არ ყოფილა მძღოლი.

 

 

 

 

პოლიციამ გამოაქვეყნა ახალგაზრდა, 20-დან 30 წლამდე მამაკაცის, დრის ოუბაქირის ფოტო, რომლის დოკუმენტებიც იქნა გამოყენებული იმ ფურგონის დასაქირავებლად, რომელიც თავდასხმაში ფიგურირებდა.

 


ადგილობრივი მედიის ცნობით აღნიშნული მამაკაცი მაროკოში დაიბადა.

 


ბოლოს გავრცელებული ცნობებით, მან პოლიციას განუცხადა, რომ ის არ ყოფილა თავდასხმის მონაწილე და მისი დოკუმენტები მოპარულ იქნა.

 


ქალაქ ბარსელონაში, ლას რამბლასის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, განაცხადა რა, ახალი ამბების სააგენტო „ამაყის“ მეშვეობით, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცების“ მიერ განხორციელდა.

 

 

სხვა ინციდენტისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მამაკაცი, რომელმაც ბარსელონას გარეუბანში პოლციის ოფიცრების შესამოწმებელი პუნქტისკენ ავტომანქანა შეაგდო, თუმცა ხელისუფლების განცხადებით არ არსებობს სამხილი, რომ ეს თავდასხმა ლას რამბლასის თავდასხმასთან ყოფილიყო კავშირში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი