ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალური ისლამისტური ტერორიზმი ნებისმიერ ფასად უნდა იქნეს ალაგმული.
„რადიკალური ისლამისტური ტერორიზმი უნდა შეჩერებულ იქნეს, რა გინდ საშუალებებიც არ უნდა იყოს საჭირო. სასამართლოებმა მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენ თავდაცვით უფლებებს. უნდა ვიყოთ მტკიცე!“ დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.
ცოტა უფრო ადრე კი მან ასევე „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ ამერიკის „უსაფრთხოების და სამართალდამცავი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან და ახლოდან უყურებენ უსიამოვნების ყველა ნიშანს. ჩვენი საზღვრები, როგორც არასდროს, ისეა მტკიცე!“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.