ფინეთში უცნობი პირი გამვლელებს თავს დანით დაესხა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნა.
ინფორმაციას ამ წუთებში „რია ნოვოსტი“ ფინეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქ ტურკუში მოხდა.
„ტურკუს ცენტრში რამდენიმე ადამიანმა მიიღო დანით ჭრილობები. პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. დაკავებულია ერთი პირი“, ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის „ტვიტერის“ გვერდზე.
პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს მოერიდონ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს.
გაზეთ The Turun Sanomat -ის ცნობით, მოკლულია სულ მცირე ერთი ადამიანი.
თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.