ტერორისტები ესპანეთის ქალაქებში კიდევ რამდენიმე, „უფრო დიდ“ თავდასხმებს გეგმავდნენ, მაგრამ მათ სახლში წინა ღამით მომხდარმა აფეთქებამ ბომბის მასალები გაუნადგურა - პოლიცია
18-08-2017, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესპანეთის ქალაქებზე - ბარსელონასა და კამბრილზე თავდასხმებში ეჭვმიტანილები კიდევ ერთ ან უფრო მეტ თავდასხმას გეგმავდნენ იმის გარდა, რაც განახორციელეს, განაცხადა პოლიციამ.

 


როგორც BBC იუწყება, კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ბარსელონას სამხრეთით მდებარე ქალაქში ოთხშაბათს მომხდარმა აფეთქებებმა ტერორისტებს ბომბის მასალები გაუნადგურა და აიძულა ისინი უფრო მარტივი თავდასხმები, სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ხალხის მასებში შევარდნა განეხორციელებინათ.

 


პოლიციის ცნობით, ისინი გამოძიების ერთ-ერთ ვერსიაზე მუშაობენ, რომლის თანახმადაც თავდამსხმელები დროის მნიშვნელოვან პერიოდში ემზადებოდნენ ბარსელონას სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ ალკანარის კერძო სახლში, სადაც ოთხშაბათ საღამოს გაზით გამოწვეული აფეთქების შედეგად ერთი პირი დაიღუპა.

 


პოლიციის განცხადებით, სწორედ აღნიშნულ სახლში მზადდებოდა ასაფეთქებელი მასალები ბარსელონაში კიდევ ერთი ან მეტი აფეთქების მოსახდენად.

 


მიმდინარეობს 18 წლის მუსა ოუქაბირის ძებნის ოპერაცია, რომელიც ხუთშაბათს, ბარსელონაში განხორციელებულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

 


ლას რამბლასში 13 ადამიანი დაიღუპა.

 


ბარსელონას ტერაქტში 13 ადამიანის სიკვდილის შემდეგ ესპანეთის პოლიციამ სხვა ქალაქში მეორე ტერორისტული აქტი აღკვეთა და 5 თავდამსხმელი მოკლა.

 


ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქალაქ კამბრილსში 5 ადამიანი მოკლა იმისათვის, რათა შეეჩერებინა ფურგონით მეორე თავდასხმის მცდელობა მას შემდეგ რაც ბარსელონაში ხუთშაბათს ტეორორისტული თავდასხმა მოხდა.

 


პოლიციის განცხადებით თავდამსხმელები ასაფეთქებელ ქამრებს ატარებდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ყალბი იყო.

 


13 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა ბარსელონაში, ლას რამბლასის ტურისტულ ზონაში, როცა ხალხის მასაში ფურგონი ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით შევარდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან ფეხით გაიქცა და ჯერ კიდევ იძებნება.

 


ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რო ეს იყო „ჯიჰადისტური თავდასხმა“.

 


ხელისუფლება ბარსელონას და კამბრილსის თავდასხმებს ახლა, ოთხშაბათ საღამოს ქალაქ ალკანარში მომხდარ აფეთქებას უკავშირებს, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

 


უფრო ადრე, პოლიციის მეთაურმა ხოსე ლუის ტრაპერომ განაცხადა, რომ ალკანარის სახლის მობინადრენი „ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებდნენ“.

 


კატალონიის საგანგებო სამსახურის განცხადებით, კამბრილსში 7 ადამიანი, მათ შორის პოლიცის ოფიცერი დაიჭრა, როცა პარასკევს, ადრე, ავტომანქანა ადამიანების ჯგუფში შეიჭრა.

 


ესპანური მედია იუწყება, რომ თავდამსხმელების ავტოსატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა და როცა მამაკაცები მანქანიდან გადმოვიდნენ, მათ მაშინვე ცეცხლი გაუხსნა პოლიციამ.

 


პოლიციამ განაცხადა, რომ სიტუაცია კამბრილსში - ბარსელონას სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ზღვისპირა კურორტზე -ახლა კონტროლის ქვეშაა.

 


ესპანეთის პოლიციას ბარსელონას ტერაქტში მონაწილე მძღოლი არ დაუკავებია და აყვანილი მამაკაცი აცხადებს, რომ არ ყოფილა თავდასხმის მონაწილე

 


ესპანეთის პოლიცია იმ ფურგონის მძროლის ძებნის ოპერაციას განაგრძობს, რომელმაც ნაქირავები ავტოსატრანსპორტო საშუალება ბარსელონაში, ხალხის მასაში დიდი სისწრაფით შეიყვანა, რის შემდეგაც ფეხით გაიქცა.

 


პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, მაგრამ სამართალდამცველების განცხადებით, არც ერთი მათგანი არ ყოფილა მძღოლი.

 


პოლიციამ გამოაქვეყნა ახალგაზრდა, 20-დან 30 წლამდე მამაკაცის, დრის ოუბაქირის ფოტო, რომლის დოკუმენტებიც იქნა გამოყენებული იმ ფურგონის დასაქირავებლად, რომელიც თავდასხმაში ფიგურირებდა. თუმცა, ბოლოს გავრცელებული ცნობებით, მან პოლიციას განუცხადა, რომ ის არ ყოფილა თავდასხმის მონაწილე და მისი დოკუმენტები მოპარულ იქნა.

 


ადგილობრივი მედიის ცნობით აღნიშნული მამაკაცი მაროკოში დაიბადა.

 


ქალაქ ბარსელონაში, ლას რამბლასის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, განაცხადა რა, ახალი ამბების სააგენტო „ამაყის“ მეშვეობით, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცების“ მიერ განხორციელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი