სერ ბრუს ფორსაიტი, ლეგენდარული ბრიტანელი ტელევარსკვლავი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
18-08-2017, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სერ ბრუს ფორსაიტი, მრავალი წარმატებული სატელევიზიო შოუს ლეგენდარული ტელეწამყვანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 


მისი შოუბიზნესში ხანგრძლივი კარიერა დაიწყო მაშინ, როცა ის მხოლოდ 14 წლის იყო.

 


როგორც BBC იუწყება, იგი ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვალვი გახდა და ისეთი ცნობილი სათამაშო შოუების წამყვანი იყო, როგორებიცაა The Generation Game, Play Your Cards Right და The Price is Right.

 


მას ასევე BBC One-ზე მიჰყავდა გადაცემა Strictly ტეს დელისთან ერთად 2004 – 2014 წლებში.

 


მისი მენეჯერის, იან უილსონის განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი, „გარშემორტყმული თავისი ცოლით და ყველა შვილით, მშვიდად გარდაიცვალა მის სახლში“.

 


„რამდენიმე კვრის წინათ მას მეგობარი სტუმრობდა და ჰკითხა, რას აკეთებდა ეს 18 თვე. თვალებში ელვარების გაკრთომით, მან უპასუხა: ‘ძალიან, ძალიან დაკავებული ვიყავი...ავადმყოფობით!’“ დაამატა უილსონმა.

 


სერ ბრუსის ოჯახმა მადლობა გადაუხადა „ბევრ ადამიანს, რომელთაც ბარათები და წერილები გაუგზავნებს ბრუსს და უსურვეს მას კარგად ყოფნა და გამოჯანმრთელება“, და დაამატა, რომ ამ დროისთვის შემდგომი კომენტარი არ გაკეთდება.

 


შოუბიზნენის სამყაროში მისი მეგობრები და თაყვანისმცემლები პატივს მიაგებენ ლეგენდარულ ტელევარსკვლავს. ბრუსის Strictly-ის თანაწამყვანმა ტეს დელიმ განაცხადა, რომ „გულგატეხილია“.

 


„მე არასოდეს დამავიწყდება მისი სულგრძელობა, მისი იუმორის ბრწყინვალე გრძნობა და მისი მამოძრავებელი ძალა გაერთო აუდიენცია, რომელიც მას ასე ძლიერ უყვარდა“, განაცხადა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი