„ეს არ არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ის მოვიპარეთ აბორიგენი ამერიკელებისაგან“ - ამერიკელი მსახიობი და მწერალი ტინა ფეი აშშ-ში თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებს მიმართავს
19-08-2017, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკელმა მსახიობმა, მწერალმა, კომედიანტმა და პროდიუსერმა ტინა ფეიმ შარლოტსვილში განვითარებულ მოვლენებსა და ამ ძალადობის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პასუხზე Saturday Night Live -ში ისაუბრა.

 


როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ფეი ვირჯინიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და იგი გადაცემაში, ქალაქ შარლოტსვილში მომხდარის შესახებ მისი სიბრაზის გამოსახატად მივიდა.

 


მან თქვა, რომ „გული ერევა“ ნაცისტების ქცევით და ამ სტრესთან გასამკლავებლად მისი სტრატეგია ასეთია:

 


„მონახე ადგილობრივი ბიზნესი, რომელსაც შენ მხარს უჭერ, შესაძლოა ეს იყოს ებრაელების საფუნთუშე ან აფრიკელი-ამერიკელების საფუნთუშე, შეუკვეთე ნამცხვარი, რომელზეც ამერიკული დროშა იქნება გამოსახული და უბრალოდ შეჭამე ის“, განაცხადა მან, სანამ სტუდიაში ვებერთელა ნამცხვარს შეიტანდა და მის ჭამას დაიწყებდა.

 


ფეიმ თქვა - „სხვა დროს, როცა შენ „პოლოს“ მაისურებში თეთრი ბიჭების ჯგუფს დაინახავ, რომლებიც გაჰყვირიან, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა უკან, და შენ გინდა დაიყვირო, რომ ეს არ არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ის მოვიპარეთ აბორიგენი ამერიკელებისაგან“, - შენ მათდამი დაყვირების ნაცვლად პირი უნდა ქნა ნამცხვირსკენ და მას დაუყვირო.

 


„ვინ შეაგდო ავტომანქანა ხალხის მასაში?“, იხუმრა მან. „ჰილარის ელექტრონულმა წერილებმა?“ (რედაქცია: ვირჯინიაში გასული კვირის ბოლოს, 12 აგვისტოს, თეთრკანიანი ნაციონალისტების შეკრება სისხლიან პროტესტში გადაიზარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მას შემდეგ, რაც ავტომანქანა კონტრ-პროტესტანტების ჯგუფში შევარდა და ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეიწირა).

 


მსახიობმა ნამცხვრის ჭამა განაგრძო და ისაუბრა ჭამის ზემოქმედებაზე. „ნამცხვარი მოძრაობის წყაროა. ქალების უმრავლესობა, ვისაც მე ვიცნობ, ამას არჩევნების შემდეგ კვირაში ერთხელ აკეთებს“, თქვა მან და შეკითხვა დასვა, თუ რატომ არ იყო უფრო მტკიცე პოლ რაიანი, როცა ტრამპმა უარი თქვა დაეგმო ისინი, ვინც კონფედერატთა ძეგლების აღების წინააღმდეგ მარშირებდნენ.

 


„სად დგას პოლ რაიანი ყველაფერ ამაში? შენ ახალგაზრდა, მაგარი კონგრესმენი ჩანხარ, მაგრამ არ იცი, როგორ მიაწვდინო ხმა ვინმეს ტვიტერზე? რასიზმი ცუდია @RealDonaldTrump, შე ფისუნია“.

 


მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა ტრამპის მიერ გამოვლენილი უეცარი სიყვარული სამოქალაქო ომის ძეგლებისადმი.

 


„დონი ჯონი ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მშვენიერი კონფედერატების ძეგლები, როცა შენ იცი, რომ მათ წამებში აიღებდა, თუკი ის მიიჩნევდა, რომ მას შეეძლო იმ ადგილას უხეირო კერძო შენობების აშენება“, თქვა ტინა ფეიმ და როგორც ამას „გარდიანი“ წერს, ყველის სენდვიჩის ნამცხვარში ჩარჭობის შემდეგ, გამოსვლა თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეების მიმართ წარმოთქმული ასეთი სიტყვებით დაასრულა:

 


„დავაცადოთ ამ გონებაჩლუნგებს, ცარიელ ჰაერში იყვირონ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი