სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე „საქართველოს ბანკის“ ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია
21-08-2017, 01:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წლის 24 მაისს, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი მ.წ. დაკავებულია, ხოლო კიდევ ერთ თანამზრახველზე თ.შ-ზე გამოცხადებულია ძებნა.

 


მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა - პატიმრობა.

 


ამჟამად ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმალვაში მყოფი ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების და დანაშაულში მხილებული სხვა პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

 


აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით“, აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი