ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
21-08-2017, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - ე.წ. კუკუშკას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძეგლის სტატუსი ეიფელის ხიდსა და  ბაკურიანის რკინიგზის სადგურსაც მიენიჭა.

 


რკინიგზაზე სამოძრაოდ 1902 წლისთვის სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიყვანეს პორტერის ტიპის ორთქლმავალი, რომელსაც ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირით იყო შემორაგული. 1967 წელს რკინიგზამ ელექტროფიკაცია განიცადა, ამიტომ შეიცვალა ორთქლმავალიც და მისი ადგილი ელექტრომატარებელმა დაიკავა. ძველი კუკუშკა კი ბორჯომში სამუზემო ექსპონატად იქცა. ორთქლმავალი დღეს ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს დგას რკინიგზის სადგურის ბოლოში.

 

 

 

 


რაც შეეხება ე.წ. ეიფელის ხიდს - წაღვერ-ცემის მაკავშირებელი რკინიგზის ხიდი მდებარეობს მდინარე გუჯარულაზე, წაღვერიდან ცემისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზზე. ის მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს ალექსანდრ გუსტავ ეიფელს. მისი კონსტრუქცია 1902 წელს ჩამოიტანეს ბორჯომის ხეობაში და ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს. ხიდი მთლიანად რკინის კონსტრუქციაა, რომელზეც ერთი ლიანდაგის ხაზი გადის.

 

 

 

 

 

ბაკურიანის სადგური 1906 წელსაა აგებული. ერთსართულიანი წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის ნაგებობებაა ტუფის ქვით აშენებული. მოიცავს მოსაცდელს, სალაროს, მორიგის და სადგურის უფროსის ოთახებს. მთავარი ფასადი რკინიგზის ხაზისკენაა მიქცეული. მთავარი შესასვლელი მოსაცდელ ოთახშია, საიდანაც მორიგის და უფროსის ოთახებშია გასასვლელი. გარდა ამისა, შენობაში დამატებითი შესასვლელებიცაა. შენობის თითოეულ ფასადზე რამდენიმე ფართო სარკვემლია. მოსაცდელსა და მორიგის ოთახში დატანებულია დახურული ბუხრები. ნაგებობის ინტერიერიც და ექსტერიერიც ძლიერ შეცვლილია.

 

 

 

 


ბაკურიანის რკინიგზის სადგურის შენობა, ე.წ. ეიფელის ხიდი და თბომავალი ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. რკინიგზის ხაზი იწყება ბორჯომის რკინიგზის სადგურზე და სრულდება დაბა ბაკურიანში (სულ 37.2 კმ). 

 


ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო კომპლექსი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავისთავში ასახავს XX ს. დასაწყისში საქართველოში განვითარებულ ინდუსტრიულ პროცესებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, და ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს", აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი